ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს გენერალური ასამბლეა აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობას უარყოფს


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 128 ხმით მიიღო რეზოლუცია, რომელიც შეერთებული შტატების მიერ, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობას უარყოფს. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს გვატემალამ, ჰონდურასმა, მარშალის კუნძულებმა, მიკრონეზიამ, ნაურუმ, ტოგომ და პალაუმ. 35-მა ქვეყანამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, 21 ქვეყანა კი წინააღმდეგობრივ კენჭისყრაზე არ გამოცხადდა.

ორშაბათს, შეერთებულმა შტატებმა, უშიშროების საბჭოში, თითქმის იგივე შინაარსის რეზოლუცია დაბლოკა, რის გამოც პალესტინელებმა გენერალურ ასამბლეას მიმართეს.

რეზოლუცია შეიცავს ტექსტს, რომლითაც იერუსალიმის, როგორც წმინდა ქალაქის განსაკუთრებული სტატუსი კიდევ ერთხელ დასტურდება და რომ მისი საბოლოო სტატუსის საკითხი, ისრაელ-პალესტინელების მომავალმა მოლაპარაკებამ უნდა გადაწყვიტოს.

თუმცა, რეზოლუციას იურიდიულად სავალდებულო ძალა არ გააჩნია.

XS
SM
MD
LG