ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მისია გაეროში განცხადებას ავრცელებს


გაეროში, საქართველოს მისიამ გაეროს უშიშროების საბჭოსა და გენერალურ ასამბლეას გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან რუსული ჯარების თვითნებური ქმედების გამო სპეციალური განცხადება რამდენიმე წუთის წინ წარუდგინა. დღეს დილიდან გაეროში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი კახა იმნაძე თავის კოლეგებთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავს და არსებულ ვითარებას პირადად აცნობს. განცხადებაში მომხდარი ასე ფასდება: " ეს არის ეგრეთ წოდებული საზღვრის გადმოწევის უკანონო პროცესის გაგრძელება, რომელიც არამხოლოდ ეწინააღმდეგება ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ ღირებულებებს, არამედ ვნებს და ზიანს აყენებს ადგილზე უსაფრთხოების საკითხებს , ასევე უგულვებელყოფს საქართველოს ძალისხმევას კონლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების გზაზე .

საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საერთაშორისო ვალდებულებების და კანონების უხეშ დარღვევას და ისევ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების პირობებს.

ეს ფაქტი და ზოგადი სიტუაცია საქართველოში, როდესაც ოკუპირებულია ტერიტორიები და მომიჯნავე ტერიტორიები, კიდევ ერთხელ წარმოშობს აუცილებლობას რომ ადგილზე აღსდგეს საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმები, რომელიც ხელს შეუწყობს ჰუმანიტარულ პროცესს და ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმს შექმნის.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს რუსეთის უკანანო ქმედებების წინააღმდეგ შესაბამისი ზომები მიიღონ.

საქართველო გამოიყენებს ყველა ბერკეტს, მათ შორის ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებებს, საერთაშორისო ქვეყნების მხარდაჭერას, რათა რუსეთის მიერ ზემოთხსენებლი ქმედება შეჩერებულ იქნას." ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ამერიკის ხმამ ამ წუთებში მოიპოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG