ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო: სურსათზე ფასები მატებას განაგრძობს


გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა სურსათის ფასის ინდექსი, რომელიც გლობალურად საკვების ფასებს ამოწმებს. ოქტომბერში, ორგანიზაციის ცნობით, მინიმალურ საკვებ კალათაზე ფასები 3%-ით გაიზარდა სექტემბერთან შედარებით. ამ მაჩვენებლის დათვლისას შეფასებული იყო სხვადასხვა პროდუქტის ფასი. აგალითად ფქვილზე 5%-იანი მატება დაფიქსირდა, რაც ფქვილის უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყნებში - კანადა, რუსეთი და აშშ-ში შემცირებულ მოსავლიანობას უკავშირდება.

რძის პროდუქტებზე ფასები 2.5%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა ხორცზე ფასებმა 0.7 %-ით დაიკლო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG