რუსეთის მასშტაბურმა დელეგაციამ, რომელიც 36 იურიდიული და ადამიანის უფლებათა ექსპერტებისგან იყო დაკომპლექტებული, ვერ დაარწმუნა გაეროს საზედამხედველო კომიტეტი, რომ რუსეთის მთავრობა, რასობირვი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის მიხედვით მოქმედებდა.
კომიტეტმა, რომელიც წევრი ქვეყნების მიერ კონვენციის შესრულებას უწევს მონიტორინგს, ღრმა შეშფოთება გამოხატა „რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების და კერძო სამხედრო კომპანიების მიერ, კონვენციით დაცულ პირთა, განსაკუთრებით ეთნიკურ უკრაინელთა წინააღმდეგ, შეიარაღებული კონფლიქტის დროს განხორციელებული ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის“ გამო.
„ძალის გადაჭარბებული გამოყენების შემთხვევები და პრაქტიკა, მკვლელობები, კანონგარეშე სიკვდილით დასჯა და მასობრივი სიკვდილით დასჯა, იძულებითი გაუჩინარება, წამება, გაუპატიურება და სხვა ფორმების სექსუალური ძალადობა. ბავშვების იძულებითი გადაყვანა და დეპორტაცია, რუსეთსა და დრუსეთის მიერ კონტროლირებულ, დროებით ოკუპირებულ უკრაინუის ტერიტორიებზე“ - ამ და სხვა ტიპის დანაშაულების შესახებ, კომიტეტი ანგარიშს 2022 წლის 24 თებრვილდან იღებს. მას შემდეგ, რაც რუსეთი ყკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.
კომიტეტის წევრის, მეჰრდად პაინადეს თქმით, რუსეთს კომიტეტის ხელისუფლებას, კომიტეტის მიერ გამოთქმულ შეშფოთებებზე კომენტარი არ გაუკეთებია და არც დამატებითი ინფორმაცია მიუწოდებია. პანიადე აცხადებს, რომ რუსეთის კონვენციას არღვევს. კომიტეტი მოსკოვს მოუწოდებს, „გამოიძიოს და ბოლო მოეღოს ამ ქმედებებს“.