ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევის ცნობით, მათ ბახმუტის სამხრეთით მდებარე სოფელი დაიბრუნეს


უკრაინა იუწყება, რომ პარასკევს, 15 სექტემბერს ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელი ანდრიივკა დაიბრუნა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ უკრაინა ფრონტის სამხრეთ ფლანგზე წინ მიიწევს და ბახმუტის მიმართულებით წინსვლა აქვს. ბახმუტი რუსეთის მიერაა კონტროლირებული, თუმცა უკრაინის ამ პატარა ქალაქის ასაღებად, რუსულ ჯარს თვეები და დაქირავებული სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" დახმარება დასჭირდა.

უკრაინის გაერთიანებული შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინელი სამხედროების წინსვლისას, მტრის ძალებმა დიდი დანაკარგი განიცადეს და დიდძალი ტექნიკა დაკარგეს.

სოფელი ანდრიივკა ბახმუტის სამხრეთით მდებარეობს. უკრაინის გაერთიანებული შტაბი, ნაწილობრივ წინსლვაზე საუბრობს სოფელ კლისჩიივკაშიც. "ანდრიივკის აღება და მისი შენარჩუნება, ჩვენი გზის ნაწილია, რომელიც ბახმუტის მარჯვენა ფრონტზე გადის და წარმატების გასაღებია მთლიანი სამომავლო კონტრშეტევისთვის",- ნათქვამია მესამე ბრიგადის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სწორედ ამ ბრიგადამ შეძლო ავდიივკის დაბრუნება.

უკრაინა წინ მიიწევს ძალიან ფრთხილად, რათა თავიდან აიცილოს ნაღმები და "ძალიან აქტიური" რუსული თავდაცვა. ამის შესახებ კომენტარი ბრიგადის სპიკერმა, ოლექსანდრ ბოროდინმა გააკეთა.

სოფელი შემაღლებულ ადგილზე დგას, რაც უკრაინულ არტილერიას საშუალებას მისცემს უფრო ადვილად იმოქმედონ ამ მხარეში, თქვა კიევში მცხოვრებმა სამხედრო ანალიტიკოსმა ოლეკსანდრ მუსიენკომ.
ექსპერტები ამბობენ, რომ სამთვიანი კონტრშეტევის დროს, უკრაინამ აჩვენა ნელი, მაგრამ სტაბილური პროგრესი რუსული პოზიციების წინააღმდეგ. მათ დაიბრუნეს რამდენიმე სოფელი და წინ წავიდნენ ბახმუტის ფლანგზე, თუმცა ვერ აიღეს ძირითადი დასახლებები.
პრეზიდენტი ზელენსკი და მისი მთავრობა უარს ამბობენ, მიიღონ დასავლური კრიტიკა უკრაინული კონტრშეტევის ტემპთან დაკავშირებით.
უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სამხრეთ ფრონტზე, უკრაინულმა ჯარებმა მოახერხეს, რომ მტრის ჯარისთვის მნიშვნელოვანი ზიანი მიეყენებინათ სოფელ ვერბოვეშიც, რომელიც ზაპორიჟიის რეგიონში მდებარეობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG