ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი - ბავშვთა საავადმყოფოზე ჩამოცვენილ რუსეთის რაკეტის ნამსხვრევებს მსხვერპლი არ გამოუწვევია


რუსეთის რაკეტის ფრაგმენტები პარასკევს, კიევში ბავშვთა საავადმყოფოს ეზოში ჩამოვარდა და აფეთქება გამოიწვია. რუსულ საჰაერო თავდასხმას, უკრაინის დედაქალაქში, საპასუხო საჰაერო თავდაცვა დაახვედრეს, რის შედეგადაც, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, საავადმყოფოში არავინ დაშავებულა. სხვა რაკეტების ნამსხვრევებმა დააზიანა სახლის სახურავი და დაეცა სასოფლო კომპლექსს დედაქალაქის ჩრდილოეთ ობოლონის რაიონში.

"მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს საჰაერო თავდაცვის ძალებს რაკეტების ჩამოგდებისთვის", - თქვა მიხაილო შამანოვმა, ქალაქის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ტელევიზიით გამოსვლისას.

აფეთქებები ასევე დაფიქსირდა ხმელნიცკის დასავლეთ რეგიონშიც, სადაც ოფიციალური პირების თქმით, საჰაერო თავდაცვა მუშაობდა. ტერიტორიიდან ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

საჰაერო შეტევამდე, უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოაცხადა, ხოლო სოციალური მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე რუსული სამხედრო თვითმფრინავი, რომლებიც შორ მანძილზე მყოფ რაკეტებს ატარებენ, რუსული საჰაერო ბაზებიდან აფრინდნენ.

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა ჰიპერბგერითი "კინჯალის" რაკეტები გაისროლა კიევის რეგიონში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს, 11 აგვისტოს, განაცხადა, რომ ქვეყნის ყველა რეგიონული სამხედრო გასაწვევი ცენტრის ხელმძღვანელი თანამდებობას დატოვებს. მათი გათავისუფლება კორუფციაზე ვარაუდებს უკავშირდება.

ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის სამხედრო რეკრუტირების ცენტრების შემოწმებამ მნიშვნელოვანი პრობლემები გამოავლინა. მათ შორისაა: მომავალი სამხედროების პროფესიული შეურაცხყოფა, უკანონოდ გამდიდრება, ომის დროს აკრძალვის მიუხედავად, სამხედრო მოსამსახურეების საზღვრის მიღმა გადაყვანა და ქვეყნის დატოვებაში დახმარება.

„ამ სისტემას უნდა მართავდნენ ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან რა არის ომი და რატომ არის ომის დროს ცინიზმი და მექრთამეობა ღალატი“, - თქვა ზელენსკიმ დღევანდელ განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG