ვაშინგტონი —
ამერიკულ მედიაში, გაზეთებსა და ბლოგებში არაერთმა ცნობილმა ადამიანმა სარედაქციო წერილიც გამოაქვეყნა, რომლებშიც საუბარი იყო იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს კრიზისის გამოსასწორებლად და ვინ არის დამნაშავე მოვლენების ასე განვითარებისთვის.
ქვემოთ მოყვანილი შეხედულებები ეკუთვნით გამოქვეყნებული მასალის ავტორებს და არა ამერიკის ხმას.
ჟურნალ “ნიუ იორკერის” რედაქტორმა დევიდ რემნიკმა კომენტარი სახელწოდებით “პუტინის პიკი” საკუთარ ჟურნალში გამოაქვეყნა. სტატიაში ნათქვამია:
ამჟამად პუტინი პოზიციებს ინარჩუნებს. მის ოპოზიციას იმის შიში აქვს, რომ მას ნებისმიერ დროს შეუძლია ოპოზიციის ყოვლისმომცველი მეთოდებით დარბევა, ხოლო დასავლეთი კი მასთან სირიისა და ირანის საკითხებში თანამშრომლობის იმედს იტოვებს და ამის გამო მკაცრად არ ექცევა.
“პუტინი, შესაძლებელია, შეცვალოს მისმა თავგადასავალმა ყირიმში - და არა ამერიკის საელჩომ მოსკოვში. გასულ თვეს, კრემლის მიერ დაფინანსებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რუსების 73 პროცენტი უკრაინის შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩარევის წინააღმდეგია.”
მას შემდეგ, პუტინმა დაამტკიცა, რომ ფლობს საშუალებებს და იყენებს მედიას იმისთვის, რომ მხარდაჭერა მოიპოვოს. თუმცა ეს უსასრულოდ არ გაგრძელდება.
ავტორის თქმით, პუტინი გარიყვის რისკს უქმნის საკუთარ თავს არა მხოლოდ დასავლეთის, უკრაინისა და გლობალური ეკონომიკისგან - რომლის წევრობაც მას ასე სასოწარკვეთით სურს - არამედ თავად რუსეთისგანაც. მისი ოცნება დარჩეს ხელისუფლებაში 2024 წლამდე და რუსეთის ისტორიაში პეტრე პრიველის შემდეგ ყველაზე წარმატებული ქვეყნის მეთაური იყოს, შეიძლება ყირიმის ნახევარკუნძულზე დაინგრეს.
ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ვაშინგტონ პოსტში სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა, სახელწოდებით, “გაიგებს ამერიკია გაფრთხილების ზარს უკრაინისგან?”
რაისი ამბობს, რომ ამერიკის მომდევნო ნაბიჯებით ცხადი უნდა გახდეს ის, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ უნდა შეილახოს და მომდევნო ნაბიჯები მიუღებელი იქნება. “დიპლომატიური იზოლირება, აქტივების გაყინვა და ოლიგარქებისთვის მგზავრობის აკრძალვა სათანადო ნაბიჯები იქნება.”
რაისი ასევე აცხადებს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან სამხედრო წვრთნების მოწყობა და ამერიკული გამანადგურებლის შავ ზღვაში დისლოცირება ამერიკის მოკავშირეებისთვის დამაიმედებელი კარგი ნაბიჯი იქნება. ამასთან ერთად, უკრაინის ლიდერებმაც გვერდზე უნდა გადადონ შიდა დაყოფა და საკუთარი ქვეყნის მართვა დაიწყონ.
ყოფილი სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ “ცივი ომი პუტინისთვის “ტრაგიკულად” დასრულდა. ის დროის უკან დატრიალებას ეცდება იქამდე, ვიდრე მას დასავლეთის უმოქმედობა სამხედრო და ეკონომიკური ძალის გამოყენებით დაშინების საშუალებას მისცემს.”
“ნეშენალ რევიუს” რედაქტორი ჯოშუა გოლდბერგის სარედაქციო წერილი, “გადატვირთვის ღილაკზე დაჭერა რუსეთთან, კიდევ ერთხელ,” “ჰიუსტონ ქრონიკალ-ში” გამოქვეყნდა.
გოლდსბერგი ამბობს, რომ უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ამერიკამ შეცდომები დაუშვა, მაგრამ ცივი ომის დროს, ის სწორ მხარეს იდგა. საბჭოთა კავშირმა მილიონობით საკუთარი მოქალაქე მოკლა, თავისუფლება ყველა შესაძლო ფორმით შეზღუდა, დაიმონა ერები და მთელს მსოფლიოში დემოკრატიის საფუძვლების შერყევა სცადა, მათ შორის შეერთებულ შტატებშიც.
“პრეზიდენტმა პუტინმა, სუკის ყოფილმა აგენტმა, თქვა, რომ ბოროტების იმპერიის დანგრევა მე-20 საუკუნის ‘უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა’ იყო. მხოლოდ ეს უნდა ყოფილიყო თეთრი სახლისთვის იმის მიმანიშნებელი, რომ არასწორად დაწერილი გადატვირთვის პოლიტიკა საკმარისი არ იქნებოდა.”
“ინდეფენდენთის” ახლო აღმოსავლეთის კორესპონდენტის რობერტ ფისკის სარედაქციო წერილი “დასავლეთის ლიდერებს არ შეუძლიათ მომავალი ომისთვის თვალის გასწორება,” “ინდეფენდენთში” დაიბეჭდა.
ფისკმა უკრაინის კრიზისი სირიასთან დააკავშირა და თქვა, რომ პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი, რუსეთისგან, ალბათ, უფრო აქტიურ ნაბიჯებს ელოდა უკრაინაში ეთნიკური რუსების დასაცავად. მან აღნიშნა, რომ ბაშარ ალ ასადმა პუტინს ტელეგრამა გაუგზავნა, სადაც მას სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აღდგენის საქმეში და დემოკრატიისა და ლეგიტიმურობის დაცვაში, რასაც საფრთხეს რადიკალური ტერორიზმი და მთავრობის გადატრიალება უქმნის.