ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსმა კანონმდებლებმა პუტინის წინადადება დაამტკიცეს


რუსეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ პუტინის წინადადებას ყირიმის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ, რაც მეზობელ სახელმწიფოებს შორის კიდევ უფრო ძაბავს ურთიერთობებს.

შაბათის კენჭისყრამ ოფიციალურად გაახმოვანა რუსეთის ხელისუფლების განცხადებები ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალაბის განლაგების შესახებ.


რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ ასევე რეკომენდაცია გაუწია პუტინს, რათა მან გაიწვიოს ელჩი შეერთებული შტატებიდან.

პარასკევს, აშშ ლიდერმა ბარაკ ობამამ შეშფოთება გამოხატა უკრაინაში რუსული ჯარების გადაადგილების გამო და გააფრთხილა რუსეთი უკრაინაში სამხედრო ჩარევის წინაამდეგ. ობამამ ასევე აღნიშნა, რომ ამგვარ მოქმედებას შედეგები მოჰყვება.

შაბათს, კიევში დროებითი მთავრობის შეხვედრაზე უკრაინის ახლად დანიშნულმა პრემიერ მინისტრმა არსენი იაცენიუკმა მოითხოვა, რომ რუსეთმა შეწყვიტოს "პროვოკაციები" ყირიმში და თქვა, რომ უკრაინელი სამხედროები ყირიმში მობილიზებული არიან.

რუსეთის განცხადებით, ყირიმში რუსი სამხედროების გადაადგილება უკრაინასთან დადებულ შეთანხმებებთან მოდის შესაბამისობაში.

U
XS
SM
MD
LG