ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორენოვანი უკრაინა


პრეზიდენტი იანუკოვიჩი რუსულენოვანი ელექტორატის გააქტიურებას აპირებს

უკრაინა კანადას წააგავს. იქაც ორი ენა მოქმედებს. ეს კი ხშირად პოლიტიკური დაძაბულობის წყარო ხდება. უკრაინის პრეზიდენტის რეიტინგი ბოლო გამოკვლევებით დაცემულია. ამიტომ ის 28 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში ენასთან დაკავშირებული კარტის გათამაშებას შეეცდება. უკრაინის ქალაქ ლვოვიდან ენობრივ-პოლიტიკურ დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი არკვევდა.
უკრაინელი პოლიტიკოსები ენისთვის იბრძვიან. ბოლო დროს მთავარი სცენა პარლამენტში გაიმართა. ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია, შესაბამისად, პრეზიდენტი იანუკოვიჩი რუსულენოვანი ელექტორატის გააქტიურებას აპირებს. ოთხშაბათს მან ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც რუსულ ენას აღუდგა ის პრივილეგია, რაც საბჭოთა კავშირის დროს ქონდა. კიევში მოქმედი პოლიტიკის ანალიტიკოსი ოლექს ჰარანი ამბობს, რომ პრეზიდენტს ამომრჩეველთა ყურადღება ეკონომიკური პრობლემიდან სხვა სფეროზე გადააქვს.
„ეკონომიკური ვითარება არ უმჯობესდება. ამიტომ მას სჭირდება სხვა რამის გაკეთება. ამიტომაც ადვილად განაცხადა თანხმობა ე.წ. ენის საკითხზე, რადგანაც გამოკითხვების თანახმად, ენის საკითხი არ არის პრიორიტეტული, თვით იანუკოვიჩის ამომრჩევლებშიც კი. მან ვერ განახორციელა სოციალურეკონომიკური დაპირებები, ამიტომ გამოიყენა სხვა ბერკეტი,“ - ამბობს ჰარანი.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უკრაინული ენის გამოყენება სავალდებულო გახდა, როგორც სკოლებსა და ფილმებში, ასევე ბილბორდებზე. ოქსანა ფოროსტინა ჟურნალის რედაქტორია. ის ამბობს, რომ კიევი უკვე ორენოვანი ქალაქია.
ევგენია ტიმოშენკო 14 წლის იყო, როდესაც ლონდონში წავიდა. შარშან კი უკან დაბრუნდა. დედამისი, იულია ტიმოშენკო პოლიტიკური პატიმარია. ის ამბობს, რომ ენობრივი ცვლილებები აშკარაა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი უმეტესად ორ ენას იყენებს. ეს იგრძნობა საზოგადოებაში, ტელევიზიაში, კინოთეატრებში,“ - ამბობს ევგენია.
ლვოველი ანდრეი საბჭოთა თაობას ეკუთვნის. ის ერთ დროს მხოლოდ რუსულად საუბრობდა. ახლა კი, რუსული მხოლოდ ჩვენთან საუბარში გამოიყენა.
„უკრაინაში მხოლოდ ერთი ენა უნდ აიყოს. ეს ჩემი აზრია,“ - ამბობს ანდრეი.
ანალიტიკოსი სერგეი კუდელია, ამბობს, რომ ენის კანონი შესაძლოა პრეზიდენტ იანუკოვიჩს უკან უარყოფითი ეფექტით დაუბრუნდეს. მისი აზრით, ეს ვითარება შესაძლოა ოპოზიციას ამომრჩევლის მობილიზებაში დაეხმაროს. როგორც ის ამბობს, ბევრი ამომრჩეველი დარწმუნებულია, რომ იანუკოვიჩი უკრაინაში რუსულ ინტერესებს ახორციელებს.
XS
SM
MD
LG