იმ ბრალდების მიუხედავად, რომ პრეზიდენტ იანუკოვიჩის რეჟიმის დამხობიდან სამი წლის განმავლობაში, მთავრობამ კორუფციას ვერაფერი მოუხერხა, უკრაინა დასავლეთს დაჟინებით მოუწოდებს რეფორმის გატარების ძალისხმევაში მხარი დაუჭიროს.
გუშინ, ლონდონში, ბრიტანეთის პრემიერ ტერეზა მეისთან შეხვედრისას, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, დასავლეთს კორუფციის დაძლევაში დახმარება სთხოვა.
ლონდონის პოლიტიკის ინსტიტუტ „ჩეტემ ჰაუსში“ სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ უკრაინის რეფორმას დასავლეთის მყარი მხარდაჭერა სჭირდება და ომის დროს, იმ პირობებში როცა რუსეთი ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობს, გარდაქმნა ადვილი არ არის.
კრიტიკოსები ამბობენ, რომ მაიდანის რევოლუციიდან სამი წლის შემდეგ, უკრაინაში კორუფცია მძვინვარებს და დასავლეთი საკმარისს არ აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი ფინანსური ინსტიტუტების და ოფშორული „საგადასახადო სამოთხეების“ მეშვეობით შავი ფულის მოძრაობა აღკვთოს.
Facebook Forum