ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის პროტესტი რუსულ პროდუქციას


უკრაინა "გაზპრომის" გადაწყვეტილების საპასუხოდ რუსულ პროდუქტს ბოიკოტს უცხადებს

უკრაინის პრობლემები მეზობელ რუსეთთან უკრაინის რუსულად მოსაუბრე აღმოსავლეთ ნაწილში შეტაკებებით გრძელდება. სეპარატისტული განწყობების გამო ორი სხვადასხვა ერი ერთმანეთს რუსული გაზის უკრაინაში ექსპორტის გამოც დაუპირისპირდა. ორშაბათს, რუსეთის ენერგო გიგანტმა "გაზპრომმა"განაცხადა რომ უკრაინისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, ვინაიდან კიევმა არ შეასრულა პირობა და წინსწრებად 2 მლრდ დოლარის გადახდა დაწესებულ ვადებში ვერ შეძლო. ეს გადაწყვეტილება ენერგო კონფლიქტს კიდევ უფრო ამწვავებს. კიევი აღმოსავლეთ კიევისგან მოშორებით მდებარეობს თუმცა მოსახლეობამ დღევანდელ გადაწვეტილებას თავისი პროტესტით უპასუხა - ისინი რუსულ პროდუქციას ბოიკოტს უცხადებენ და მის შეძენაზე უარს ამბობენ. კიევიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი ანიტა პაუელი იმის შესახებ მოგვითხრობს თუ რამდენი ადამიანი უერთდება ბოიკოტის ამ ფორმას, რომელშიც შოკოლადია გარეული.


უკრაინის ეკონომიკური თავის ტკივილი ახლა იარაღი და კარაქი გახდა.
ბუნებრივი აირი და შოკოლადი.

აღმოსავლეთ ევროპის უდიდესი ქვეყანა ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხში აღმოსავლეთით მდებარე მეზობელ, რუსეთზეა დამოკიდებული. თუმცა უკრაინაში შემოდგომაზე დაწყებული საპროტესტო აქციების გამო, რასაც თებერვალში უკრაინის პრო-რუსულად განწყობილი პრეზიდენტის გადადგომა მოჰყვა, რუსეთი მუდმივად იმუქრებოდა ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით. პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონის, ყირიმის ანექსია მოახდინა.

მას შემდეგ უკრაინა რუსეთს სეპარატისტების მხარდაჭერაში აღმოსავლეთ უკრაინის სხვა რეგიონებშიც ადანაშაულებდა. დაძაბულობა და ბრძოლები მსხვერპლით იქ კვლავაც გრძელდება.

ენერგომატარებლების ომზე ამ დრომდე წარმომადგენლობითი კონფერენციები ბრიუსელში იმართებოდა, სადაც "გაზპრომის" ოფიციალური პირები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავდნენ საკითხს. თუმცა ახლა, როდესაც რუსეთმა უკრაინას წინასწარი გადახდის პირობა წაუყენა, უკრაინა გაზის ომმა მოიცვა.

კიევში, სადაც ანტი-რუსული განწყობებია, მოსახლეობა გამომწვევ განცხადებებს აკეთებს.

"რაც უნდათ ის უქნიათ," ასე ეხმაურება კიეველი ვოლოდიმირ ზაგოროდნიკი გაზპრომის გადაწყვეტილებას.

აქციების მონაწილე ვოლოდიმირ ზაგოროდნიკი რომელიც 52 წლის მასწავლებელია, ბოლო დრო ხის და მეტალის მასალით აგებულ ქოხში კიევის ცენტრში, აქციების ადგილთან ახლოს ცხოვრობს. ზამთრის განმავლობაში იქ ძალიან ყინავდა. მისი რეაქცია "გაზპრომის" გადაწყვეტილებაზე სულერთია.

მეორე დემონსტრანტი ვალერი იაკოვენკო, 44 წლის უკრაინის გაზის კომპანიაში მუშაობს. ის რუსეთს ადანაშაულებს იმაში, რომ უკრაინა გაზზე დამოკიდებული გახადა. საბჭოთა კავშირის პერიოდში, რუსეთს გაზს უკრაინაც აწვდიდა. ის ამბობს, რომ ამის გამო ის უერთდება იმ საპორტესტო ტალღას რომელიც "გაზპრომის" ამ გადაწყვეტილების გამო მოსახლეობაში იზრდება და რუსეთის პროდუქტების ბოიკოტს ითვალისწინებს.

ის აცხადებს, რომ პირადად რუსეთში დამზადებულ შოკოლადს "სნიკერსს" თავის დახლში გაყიდვიდან ამოიღებს და სამაგიეროდ უკრაინულ ტკბილეულს გაყიდის.

ეს ნიშნავს, რომ ეს ბოიკოტი შეიძლება უკრაინელებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ პროდუქტს შოკოლადს შეეხოს. ყველაფერთან ერთად, უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თავისი ბიზნეს-კარიერა საკუთარი შოკოლადის მწარმოებელი კომპანიით განავითარა. "როშენ" 1996 წელს დაარსდა და კვლევის ჯგუფის "ევრომონიტორის" მიხედვით, უკრაინის შოკოლადის ბაზარზე ყველა დიდი ადგილი უკავია. რუსეთის ხელმძღვანელობა, ეჭვგარეშეა ამის შესახებ ინფორმირებული იყო, როდესაც მარტში რუსეთის სამხრეთ ქალაქ ლიპეტსკში პოროშენკოს შოკოლადის ქარხანა დაკეტეს.

ბევრი უკრაინელისთვის სიამოვნებაზე მეტად შოკოლადი აუცილებელი პროდუქტია. ეს თითქმის ცივ ზამთარში ბუნებრივი აირის საჭიროებას უტოლდება. უკრაინა მსოფლიოს შოკოლადის მომხმარებელ 20 ძირითად ქვეყანას შორის არის. მისი სიყვარული ერში კიდევ უფრო იზრდება. "ევრომონიტორის" მიხედვით, მოსალოდნელია რომ 2018 წლისთვის 247 ათასი ტონის რეალიზება მოხდება. 45 მლნ ერში ეს თითოეული მამაკაცისთვის ქალისთვის და ბავშვისთვის ხუთ კილოგრამ შოკოლადს ნიშნავს.

კიევის მცხოვრები სვეტლანა ბლავატნა მხარს უჭერს რუსეთის პროდუქიაზე ბოიკოტის გამოცხადების იდეას, თუმცა მიუხედავად იმის რომ სტომატოლოგია, შოკოლადთან დაკავშირებულ მოსაზრებებს არ იზიარებს.

მისი თქმით, რუსეთი ცუდი ქვეყანა არ არის, თუმცა უკრაინელებმა პროტესტი ნამდვილად უნდა გამოხატონ და თავიანთი პროტესტი რუსეთის პრეზიდენტს და მის მხარდაჭერებს გააგებინონ.

პედაგოგი ზაგოროდნიკი ამბობს რომ ის რუსეთის პროდუქციაზე ბოიკოტს ემხრობა, მათ შორის შოკოლადთან დაკავშირებულ პროტესტსაც, თუმცა საჭიროდ ჩათვალა პატრიოტული დამოკიდებულება გაემჟღავნებინა.

"უკრაინული შოკოლადი უბრალოდ, მაინც უკეთესია" , თქვა მან.

როდესაც რუსეთი და უკრაინა აგრძელებენ ბრძოლას ტერიტორიულ საკითხებზე და ეკონომიკურ პრობლემებზე, შეიძლება ეს ყველაზე სერიოზულ საბრძოლო სიტყვებად ჩაითვალოს.
XS
SM
MD
LG