ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის პარლამენტი ქვეყანაში რუსეთის გავლენაზე ანგარიშს გამოაქვეყნებს


გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის დაზვერვის და უსაფრთხოების კომიტეტი მომავალ კვირას, ქვეყანაში, რუსეთის გავლენის შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს. კომიტეტის ყურადღების ცენტრში ეს საკითხი მას შემდეგ მოექცა, რაც გასულ წელს, ანგარიშის გამოქვეყნება არჩევნების გამო გადაიდო.

კომიტეტს ანგარიშის გამოქვეყნება რუსული გავლენის შესახებ მას შემდეგ დაევალა, რაც გაჩნდა შიში, რომ მოსკოვი ცდილობს დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევას.

პუბლიკაციის გადადება ოპოზიციამ გააკრიტიკა. მათი თქმით, მთავრობა კომიტეტზე უფრო მეტი კონტროლის განხორციელებას ცდილობს. მთავრობის წარმომადგენლები ამ ბრალდებას უარყოფენ. კიდევ ერთი დაპირისპირება, კომიტეტის თავმჯდომარედ კონსერვატორი კანონმდებლის, ჯულიან ლუისის არჩევა გახდა.

ლუისმა ყოფილი მინისტრი კრის გრეილინგი დაამარცხა, რომელიც მთავრობის პირველი არჩევანი იყო. შედეგად ლუისი კონსერვატორული პარტიიდან გარიცხეს. კრიტიკოსების აზრით, ეს აჩვენებს, რომ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისთვის განსხვავებული აზრი მიუღებელია. ლუისი დარჩება პარლამენტის წევრად და კომიტეტის თავმჯდომარედ, ოღონდ ახლა უკვე როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG