ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის ლეიბორისტთა ლიდერს პალესტინის აღიარება სურს


დიდი ბრიტანეთის ოპოზიციის ლიდერმა, კირ სტარმერმა, 24 მაისს განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება სურს. ეს მისი წინასაარჩევნო დაპირებაა იმ შემთხვევაში, თუ გაიმარჯვებს და ხელისუფლებაში მოვა. ინგლისელი ოპოზიციონერის თქმით, პალესტინის აღიარება სამშვიდობო პროცესის ფარგლებში უნდა მოხდეს.

ირლანდიამ, ესპანეთმა და ნორვეგიამ მიმდინარე კვირას თქვეს, რომ ისინიც აღიარებენ პალესტინის სახელმწიფოს. ამ ნაბიჯებს ისრაელის მწვავე პასუხი მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს "ტერორიზმისთვის ჯილდოს" წარმოადგენს. ისრაელმა მათ გადაწყვეტილებაზე პასუხად, ამ ქვეყნების ელჩები მათი დედაქალაქებიდან გაიწვია.

ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, ლეიბორისტების ლიდერს ქვეყნის შიგნით საკმაოდ მკაცრი კრიტიკა შეხვდა. სტარმერს ზოგიერთი ტრადიციული ლეიბორისტი ამომრჩეველი იმის გამო აკრიტიკებს, რომ ის თანდათან ცვლის პარტიის პოზიციას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერისკენ.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ პალესტინა სახელმწიფო უნდა იყოს, სტარმერმა ტელეკომპანია BBC-ის უთხრა: ”დიახ, ასეა და ვფიქრობ, რომ პალესტინის აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდება სიცოცხლისუნარიანი პალესტინის სახელმწიფო, რომელიც იარსებებს უსაფრთხო ისრაელთან ერთად და [პალესტინის] აღიარება ამის ნაწილი უნდა იყოს".

სტარმერის განცხადებით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარება საჭირო დროს უნდა მოხდეს. მაგრამ, "მე აბსოლუტურად მჯერა ამის",- ამბობს ის. ოპოზიციონერი თვლის, რომ ორი სახელმწიფოს გამოსავალი აუცილებელია რეგიონში გრძელვადიანი სამშვიდობო პროცესის განსამტკიცებლად.

XS
SM
MD
LG