ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როიტერი: აშშ-ის დაზვერვა ბოლომდე ვერ ადასტურებს რომ აქციებზე ძალადობრივი ფაქტების უკან "ანტიფა" დგას


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პროტესტის ძალადობრივ ფორმებში გადაზრდაში, ულტრამემარცხენე ექსტრემისტულ ჯგუფებს ადანაშაულებს და ხშირად ახსენებს "ანტიფას", მაგრამ დაზვერვას მცირე მტკიცებულებები აქვს იმის დასადასტურებლად, რომ არეულობებს ექსტრემისტთა ჯგუფი უწევს ორგანიზებას.

სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, დაზვერვის 1 ივნისით დათარიღებულ შეფასებაში, უშიშროების დეპარტამენტის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციების დროს, ძალადობრივ მოქმედებებს, ძირითადად ოპორტუნისტები მიმართავენ.

თუმცა, ამასთან ერთად, დეპარტამენტის სადაზვერვო და ანალიტიკური განყოფილების მიერ მომზადებულ შეფასებაში ნათქვამია, რომ ანარქისტული, ულტრამემარცხენე ორგანიზაცია „ანტიფა“ შესაძლოა ხელს უწყობდეს აქციებზე მომხდარ ძალადობის ფაქტებს. ეს ინფორმაცია ეყრდნობა გამჭვირვალე წყაროს DHS-ის ანგარიშს და ამ მოსაზრებას ზოგიერთი ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტიც იზიარებს.

სააგენტო "როიტერი" განმარტავს, რომ მათ საშუალება ჰქონდათ, მხოლოდ დოკუმენტის ნაწილს გაცნობოდნენ. დოკუმენტის შესახებ არ საუბრობს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის პრესსპიკერი. როიტერის კითხვებზე დაუყოვნებელი პასუხი არ გაუცია არც თეთრი სახლისა და არც იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG