მძიმე ღამის შემდეგ ნიუ-იორკში ახალი საპროტესტო ტალღა დაიწყო. ამ წუთებში ათასობით დემონსტრანტი მანჰეტენზე გადაადგილება, როგორც ცნობილია დემონსტრანტები ნიუ-იორკის პოლიციის ცენტრალურ შენობასთან შეიკრიბებიან.
აქციის მონაწილეების მსვლელობის დროს ამ დრომდე არ დაფიქსირებულა რაიმე ინციდენტი. აქციის მონაწილეები ხელებაწეულები გადაადგილლებიან დროდადრო ისვენებენ და ქედს იხრიან დაღუპული ჯორჯ ფლოიდის წინაშე. აქციის მონაწილეები პოლიციის რეფორმას და ოთხივე პოლიციელის დაკავებას ითხოვენ, რომლებიც ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდნენ.
გუშინ, გვიან ღამით აქციის მონაწილეებმა გადაწვეს პოლიციის ავტომობილები და დაარბიეს მაღაზიები. ქალაქ ნიუ-იორკის მერი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს შეინარჩუნონ სიმშვიდე.
ნიუ-იორკში საპროტესტო აქციები მეხუთე დღეა იმართება, ყოველი ღამე კი შეტაკებებით სრულდება. დარბეულია მეხუთე ავენიუზე არსებული მაღაზიები, ასევე ჩელსისა და სოჰოს უბნებში არსებული ძვირადღიებული მაღაზიები.
"სამართლიანობა ჯორჯ ფლოიდს" და "ვერ ვსუნთქავ", ამ ლოზუნგებით აქცია ამერიკის შეერთებული შტატების 40 ქალაქში უკვე მერვე დღეა რაც იმართება.
Facebook Forum