ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თვითმფრინავის გამონაბოლქვის რეგულაციები აშშ-ში


დღეს გახდება ცნობილი აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს რეგულაციები, რომლებიც თვითმფრინავების გამონაბოლქვის რეგულირების მიზნით გამოქვეყნდება.

სააგენტომ ივლისში განაცხადა, რომ კომერციული და მსხვილი ბიზნესის თვითმფრინავების მიმართ, მის მიერ შემუშავებული რეგულაციები საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში იქნება. მანამდე, 2016 წელს, გაეროს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია, ემისიის გლობალურ სტანდარტზე შეთანხმდა, რომელიც თვითმფრინავების მწარმოებელბმა უნდა უზრუნველყონ.

ოქტომბერში, სტანდარტების განმტკიცებისგენ გარემოს დაცვის სააგენტოს ამერიკის 11-მა შტატმა და კოლუმბიის ოლქმა მოუწოდა. გარემოს დაცვის სააგენტოს ადმინისტრატორი, ენდრიუ უელერი ივლისში აცხადებდა, რომ წარმოუდგენელი იყო სტანდარტების დაწესება, რომელთა შესრულებაც თითქმის შეუძლებელი იქნებოდა.

ბარაკ ობამას პრეზიდენობის დროს, 2016 წელს, გარემოს დაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ თვითმფრინავების გამონაბოლქვი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG