ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში ინფიცირების რიცხვი იკლებს, მაგრამ ახალი ვარიანტები ახალ რისკებს ქმნის


ამერიკაში კოვიდ-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები, ისევე როგორც, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლები, იკლებს. ბაიდენის ადმინისტრაცია იმედოვნებს და დარწმუნებით ამბობს, რომ პირველ ას დღეში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 100 მილიონი დოზა გაკეთდება. ამის შესახებ თეთრი სახლის პანდემიასთან ბრძოლის სპეციალურმა ჯგუფმა განაცხადა.

როშელ ვალენსკი, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ვირუსის ახალი ვარიანტების გამოჩენამ სხვადასხვა შტატში, შესაძლოა ამ დადებით პროცესსა და ტენდენციას რისკი შეუქმნას.

ენტონი ფაუჩი, ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ამბობს, რომ ამერიკელებმა უნდა განაგრძონ სოციალური დისტანცირება და არც ის იქნება საზიანო, თუკი ზოგიერთი ადამიანი მეტი უსაფრთხოებისთვის ორი ნიღბის ტარებას არჩევს.

ამჟამად შეერთებულ შტატებში ინფიცირების 26 მილიონ 560 ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსით, თუ მასთან დაკავშირებული გართულებებით გარდაცვლილია 450 ათასზე მეტი მოქალაქე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG