ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

CDC-ის დირექტორი თანამდებობას ტოვებს


როშელ ვალენსკი, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორი თანამდებობას ივნისის ბოლოს დატოვებს. ინფორმაცია ვაშინგტონში დღეს, 5 მაისს გავრცელდა.

ის ამერიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ერთ-ერთი უმაღლესი დონის ოფიციალური პირია. ვალენსკი CDC-ის უძღვებოდა კოვიდ-19-ის დროს, პანდემიის გადამწყვეტ წლებში, როცა მის დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტო, ამერიკის ჯანდაცვაში გამოცხადებულ საგანგებო ვითარებაში, სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს, სასიცოცხლო ფუნქციებს ატარებდა.

"კოვიდ-19-თან დაკავშირებული საგანგებო ვითარების დასრულება ჯანდაცვაში, მიანიშნებს უზარმაზარ გარდატეხაზე ჩვენს ქვეყანაში, საზოგადოებრივ ჯანდაცვაში და ჩემს კარიერაში" - წერს ვალენსკი გადადგომის წერილში, რომლის ადრესატია პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

ამერიკის მთავრობა კოვიდ-19-ის პანდემიის გამო გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას 11 მაისს დაასრულებს. საგანგებო ვითარების გამოცხადებამ ვაშინგტონს საშუალება მისცა საბიუჯეტო თანხები მიემართა იქითკენ, რომ პანდემიის დროს, რიგითი ამერიკელებისთვის ვაქცინების, ტესტების და მკურნალობის მიწოდება მაქსიმალურად უფასო ყოფილიყო.

"ამ პროცესში, ჩვენ ვიხსენით და გავაუმჯობესეთ ადამიანთა სიცოცხლე და დავიცავით ქვეყანა და მსოფლიო უდიდესი ინფექციური დაავადების საფრთხისგან, რომლის მსგავსი ბოლო 100 წლის მანძილზე არ ყოფილა" - წერს ვალენსკი პრეზიდენტს.

თეთრმა სახლმა საპასუხო განცხადება უკვე გააკეთა. "ჩვენ ყველამ ვისარგებლეთ მისი სამსახურით და საზოგადოებრივი ჯანდაცვისადმი ერთგულებით" - ამბობს პრეზიდენტი ბაიდენი და ვალენსკის კარიერის მომავალ საფეხურზე წარმატებებს უსურვებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG