ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანდემიასთან დაკავშირებული მაქინაციების გამოსაძიებლად, ბაიდენი კონგრესს $1.6 მილიარდის გამოყოფას სთხოვს


თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს კონგრესს სთხოვოს $1.6 მილიარდის დაფინანსება. ეს თანხა მოხმარდება კოვიდ-19-ის პანდემიის დროს მთავრობის მიერ გაცემული სუბსიდიების არასათანადოდ გამოყენების ფაქტების გამოძიებას, რათა დაზარალებულთა დახმარების მიზნით, მოხდეს ფინანსურ მაქინატორთა და დამნაშავეთა გამოაშკარავება.

ამ მაქინაციების გამოძიებას კონგრესის და სენატის რესპუბლიკელი კანონმდებლები დამოუკიდებლად გეგმავენ. ისინი აცხადებენ, რომ პანდემიის დროს, ორივე ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ყოფილმა რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ახლანდელმა დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტრილიონობით დოლარის ოდენობის დახმარება დაამტკიცეს, რომელიც სათანადოდ არ იყო ადმინისტრირებული და არ კონტროლდებოდა.

რამდენიმე უკვე გახსნილი საქმე მიუთითებს, რომ პანდემიის დროს დიდძალი თანხებია არამიზნობრივად გამოყენებული. სამთავრობო სუბსიდიების უმეტესი ნაწილი კი ძლიერ დაეხმარა გაჩერებულ ბიზნესებს და რიგით ამერიკელ მოქალაქეებს, რომლებიც პანდემიის გამო უმუშევრები დარჩნენ.

$1.6 მილიარდის დაფინანსებით, თეთრი სახლი გეგმავს გამოიძიოს კრიმინალური სინდიკატების მიერ თანხების მითვისება ($600 მილიონი); პირადი მონაცემების გაყალბების ფაქტები ($600 მილიონი) და დაეხმაროს დაზარალებულ ამერიკელებს, რომელთაც პირადი ინფორმაცია მოპარეს ($400 მილიონი).

Facebook Forum

XS
SM
MD
LG