კორონავირუსის პანდემიის დასაწყისიდანვე, აზიელ-ამერიკელებზე გაზრდილი შევიწროვების ფაქტები, მათში საპასუხო რეაქციას იწვევს. თავდაცვის მიზნით, ამერიკის აზიური საზოგადოების გაერთიანებები აყალიბებენ „ქუჩის პატრულს“, აქტიურობენ სოციალურ მედიაში და ერთმანეთს მხარდაჭერას უცხადებენ.
მიმდინარე წელს, თავდასხმის ობიექტები სხვადასხვა წარმომავლობის აზიელები თავდასხმის ობიექტები გახდნენ. აქტივისტები გახშირებულ ფაქტებს ჩინეთიდან გავრცელებულ პანდემიას უკავშირებენ. აზიელ აქტივისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ შევიწროვების გაზრდილი რაოდენობის ფაქტები, კიდევ უფრო იმატებს და ამის შესაძლო მიზეზად, ზოგად, ამერიკულ-ჩინურ დაძაბულ ურთიერთობასთან და პანდემიასთან ერთად, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებაც მიაჩნიათ.
„როდესაც ჩინეთი მტრის ხატად იქცევა, მტრები ხდებიან ადამიანებიც, ვინც ისე გამოიყურებიან, როგორც ჩინელები. ეკონომიკა რთულ ვითარებაშია, ადამიანები კვდებიან. ისინი გაბრაზებული და შეშინებული არიან და აზიელი ამერიკელების მიმართ მათ განწყობებზე მოქმედებს“ - აცხადებს სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის, აზია-ამერიკული სწავლების პროფესორი, რასელ ჯუნგი.
საადვოკატო მიზნებისთვის, პროფესორის მიერ შექმნილი ვებგვერდის მონაცემებით, მხოლოდ მიმდინარე წლის 19 მარტიდან, პანდემიის ფონზე, აზიელების წინააღმდეგ გამოვლენილი შემთხვევები 1800 აღწევს.
მიმდინარე კვირაში, ნიუ-იორკის ადამიანის უფლებათა კომისიამ მრავალენოვანი, ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო, პანდემიასთან დაკავშირებული დისკირიმინაციული მიდგომების წინააღმდეგ. კომისიის მონაცემებით, გასული წლის ამ პერიოდში გამოვლენილი დისკრიმინაციულ შემთხვევებთან შედარებით, წელს, აზიელების წინააღმდეგ, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რაოდენობა რამდენჯერმეა გაზრდილი.
სოლიდარობის მიზნით, ზოგიერთ „ჩაინათაუნში“ მოხალისეებმა დაცვის მიზნით ერთგვარი პატრულების ფორმირება დაიწყეს. არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 130-ზე მეტ ქალაქში. „მფარველი ანგელოზები“ აშშ-ში 41 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდნენ და მათ როგებში ზრდასრული ჩინელი ქალები და მამაკაცები არიან.
“ნუ იქნები სასტიკი“ - ამ წარწერით ტრანსფარანტები ნიუ-იორკის „ჩაინათაუნში“ გამოჩნდა. მოხალისეები ამბობენ, რომ ისინი არ დაელოდებიან მხარდაჭერას სხვებისგან და საკუთარ თემს თავად დაიცავენ. მათი თქმით, მსგავსი გაერთიანებების მიზანი, გამოვლენილი დისკრიმინაციული შემთხვევების აღრიცხვაა.
მოხალისეებს შორის სახავადასხვა სფეროს წარტმომადგენლები არიან, ხელოვანები, განათლების დარგის სპეციალისტები, ბიზნესმენები. „რასიზმი ვირუსია“, „სიძულვილი ვირუსია“ - ამ შინაარსის ჰეშტეგებს სოციალურ ქსელში მრავლად შეხვდებით.
Facebook Forum