ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფლოიდის საქმის გამოძიებას იუსტიციის დეპარტამენტი უმაღლეს პრიორიტეტად მიიჩნევს


შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა დღეს განაცხადა, რომ მინესოტის შტატის მკვიდრის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამოძიებას "უმაღლეს პრიორიტეტად" მიიჩნევს. საქმეში გამოძიების ფედერალური ბიუროს გამოცდილი პროკურორები და გამომძიებლები ჩაერთნენ.

შავკანიანი მოქალაქის სიკვდილის შემდეგ, ქალაქ მინეაპოლისში საპროტესტო აქციები ორი დღეა არ წყდება. გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს მისი დაკავების მომენტი. ხელბორკილდადებული ფლოიდი პირქვე წევს და შველას ითხოვს. თეთრკანიან პოლიციელს მუხლი მის კისერზე უდევს და არ უშვებს. თანამოქალაქეები ფიქრობენ, რომ 46 წლის ფლოიდი პოლიციელს დაკავების მომენტში შემოაკვდა.

აქცია მინეაპოლისში
აქცია მინეაპოლისში

ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პოლიციის ოფიცერი და ის სამი ადამიანი, რომლებიც ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდნენ, სამსახურიდან დაითხოვეს. საპროტესტო აქციები ლოს-ანჯელესშიც გაიმართა. მინეაპოლისში გამოსვლებმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო, ადგილი ჰქონდა ძარცვისა და ვანდალიზმის შემთხვევებსაც. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG