სამხრეთ -დასავლეთ ინგლისში, ბრიტანული სამხედრო რეაქტიული თვითმფრინავიდან კატაპულტირების შემდეგ, ორი პილოტი ცოცხალი გადარჩა და სამედიცინო შემოწმებას გადის. პილოტების კატაპულტირების შემდეგ, თვითმფრინავი მინდორში ჩამოვარდა.
ქორნვოლის საჰაერო სასწრაფო დახმარების პრეს-მდივანმა თქვა, რომ პილოტებს სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი სხეულის დაზიანებები არ მიუღიათ.
ხუთშაბათს, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიწყება ავარიის გამოძიება, რომელიც სამეფო სამხედრო ფლოტის თვითმფრინავ “ჰოუკ”-ს მოუვიდა. თვითმფრინავის ავიაბაზა ახლოს არის განლაგებული ავარიის ადგილ ჰელსტონთან, რომელიც ინგლისის უკიდურეს დასავლეთ წერტილში მდებარეობს.
მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეკიპაჟმა კატაპულტირება თვითმფრინავის მინდორში ჩამოვარდნამდე მოახდინა.
“ჰოუკი” ორადგილიანი სწრაფი რეაქტიული თვითმფრინავია, რომელსაც ჩვეულებრივ საწვრთნელი მიზნებისთვის იყენებენ.
თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ დროისთვის შემდგომ დეტალებს არ გაასაჯაროებს, ადგილობრივმა პოლიციამ კი მოსახლეობას ურჩია ავარიის ადგილს მოერიდონ.
Facebook Forum