ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული ავია გამანადგურებელის ჩამოვარდნა ოფიციალური ინფორმაციით ჩიტმა გამოიწვია


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მისი საბრძოლო თვითმფრინავი ხუთშაბათს სირიის ავიაბაზიდან გაფრენის შემდეგ ჩამოვარდა და მისი ორივე პილოტი დაიღუპა. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სუ-30 ხმელთაშუა ზღვის თავზე ჩამოვარდა მას შემდეგ, რაც ჰმეიმიმის ბაზიდან აფრინდა. განცხადების მიხედვით, საბრძოლო თვითმფრინავის მიმართულებით ცეცხლი არ გახსნილა და ინციდენტი სავარაუდოდ თვითმფრინავის ძრავაში ჩიტის შეფრენამ გამოიწვია.

რუსეთის შეიარაღებული ძალები სირიაში 2015 წლის სექტემბრიდან ბაშალ ალ-ასადის მხარეს იბრძვიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG