ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ტვიტერი" ხარჯების შემცირების მიზნით, თანამშრომლების შემცირებას აგრძელებს


სოციალურმა ქსელმა „ტვიტერმა“ ინდოეთში საკუთარი სამი ოფისიდან ორი დახურა.

დელიში და მუმბაიში ოფისებმა ფუნქციონირება შეწყვიტეს. ერთადერთი დაწესებულება, რომელიც ჯერ ისევ მუშაობს ბენგალორშია, სადაც ძირითადად, ტექნიკური შტატი და ინჟინრები მუშაობენ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. მას შემდეგ, რაც „ტვიტერი“ ელონ მასკმა იყიდა, ორგანიზაციამ ინდოეთში გასულ წელს 200-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა, რაც ქვეყანაში "ტვიტერის" მიერ დასაქმებულთა 90 პორცენტს აღემატება.

იანვარში კომპანიამ ათეულობით ადამიანი შეამცირა დუბლინის და სინგაპურის ოფისებში, როგორც ხარჯების შემცირების ერთ-ერთი კომპონენტი. ნოემბრის დასაწყისში კი „ტვიტერმა“ დაახლოებით, 3700 თანამშრომელი დაითხოვა.

XS
SM
MD
LG