ამერიკულმა ტელე-ინდუსტრიამ წლევანდელი "ემის" პრიზის ნომინანტები დაასახელა. საზეიმო დაჯილდოვება სექტემბერში გადაიცემა.
ტელესერიალები " Mad Men" და "American Horror Story"- სათითაოდ 17 ნიმინაციაში დასახელდა. "Downton Abbeyand" -ს და "Hatfields & McCoys"-ს კი - თითოს 16 ნომიაცია ერგო.
მსახიობი ჰიუ ბონევილი და ჯონ ჰემი, ზემოხსენებულ სერიალებში საუკეთესო მსახიობ მამაკაცის ნომინანტებად დასახელეს. გლენ ქლოუზი, მიშელ დოკერი, ელიზაბეტ მოსი, კლერ დენისი, ჯულიანა მარგულესი და ქეითი ბეითსი კი ამავე კატეგორიის ქალი ნომინანტები არიან.