თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუსოგლუმ ვაშინგტონს ბრალი დასდო ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან გარიგებაში და განაცხადა, რომ თურქეთის მთავრობამ ამერიკისადმი ნდობა დაკარგა.ამერიკის წინააღმდეგ მსგავსი თავდასხმა თურქეთის მთავრობის მხრიდან ყოველდღიურ მოვლენად იქცა. უკანასკნელი გამოკვლევის თანახმად მხოლოდ თურქი მოსახლეობის 3 პროცენტი ენდობა ამერიკის მთავრობას.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაძაბვა სირიის ქურთული დაჯგუფებისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერის საკითხმა გამოიწვია.ქურთული „სახალხო დაცვის ერთეული“ (YPG) სირიაში ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვის. ანკარა დაჯგუფებისთვის ვაშინგტონის მხარდაჭერას ეწინააღმდეგება. თურქეთის განცხადებით დაჯგუფება თურქეთის შიგნით ანკარის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ, ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK) ეხმარება.
პოლიტიკური მიმომხილველი ატილა იესილადა „Global Source Partners”-იდან ამბობს, რომ როდესაც ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს მაკმასტერს თურქ კოლეგებთან მოლაპარაკების მაგიდასთან მანევრისთვის მცირე სივრცე ექნება.
„გამომდინარე იქიდან, რომ PKK-სა და YPG-ს შორის კავშირი მტკიცეა წარმოუდგენელია რომ თურქეთი დათანხმდეს სირიაში ქურთულის სახელწმიფოს შექმნას. „რეალპოლიტიკასაც“ ეწქინააღმდეგება. ნებისმიერი სახის ქურთული სახელმწიფო PKK-ს აქტივობას მისცემს ხელს და თურქეთის ქურთების პროვოკაციას მოახდენს. ვფიქრობ დასავლეთს ეს არ ესმის“, - ამბობს იესილადა.
სამი კვირის წინ, ვაშინგტონის მხრიდან განმეორებითი გაფრთხილებების მიუხედავად თურქეთის ძალები ქურთ დაჯგუფებებს დაესხნენ თავს აფრინის ანკლავში. დიპლომატიური დაპირისპირება ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის, ანკარასა და ვაშინგტონს შორის შესაძლოა ბრძოლის ველზე დაპირისპირებად გარდაიქმნას. ანკარა ამბობს, რომ ის აპირებს სირიაში მისი ოპერაციის გაფართოებას, სირიის ქალაქ მანბიჯამდე, სადაც ქურთულ შენაერთებთან ერთად ამერიკის შეიარაღებული ძალებიც იმყოფებიან.
პოლიტიკური მიმომხილველი სემიჰ იდიზი, „ალ-მონიტორიდან“ ამბობს რომ მაკმასტერის ვიზიტი მიუთითებს იმაზე, რომ დაპირისპირება შესაძლოა თავიდან იქნას აცილებული.
„ეს აჩვენებს ვაშინგტონის მხარეზე სურვილს თურქეთთან დიალოგი გააგრძელოს, მიუხედავადღვარძლიანი კომენტარებისა, რომელიც ანკარიდანისმის. მხარეები ეცდებიან და შეხედავენ თუ როგორ შეიძლება პრობლემის გადაჭრა. მეორე მხრივ, ხაზები მკვეთრად არის გავლებული, რაც დაპირისპირებას აღვივებს. ჯერ-ჯერობით დაპირისპირება დიპლომატიურია, გარდაიქმნება თუ არა ის სამხედრო დაპირისპირებად მომავალი დღეები გვაჩვენებს“, - ამბობს იდიზი.
მიმომხილველები საუბრობენ, რომ ორმხრივი დაძაბულობის განმუხტვა რთულია გამომდინარე იმ განსხვავებული სიგნალებისა, რომელიც ვაშინგტონიდან მოდის. მაკმასტერის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე საერთაშორისო მედიაში ამერიკელმა გენერლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა ქურთული შენაერთებისადმი. მან ბიჯში და გააფრთხილეს თურქეთი, რომ მათზე თავდასხმას აგრესიული პასუხი მოყვებოდა. მსგავსი კომენტარები კიდევ უფრო აღიზიანებს ანკარას, რომელიც ვაშინგტონს ბრალს დებს ქურთული შენაერთების შესახებ დაპირებების უარყოფაში.
სინან ულგენი, კარნეგის ევროპის ცენტრის მოწვეული მკვლევარი, ამბობს რომ მაკმასტერის პრიორიტეტი ნდობის აღდგენაა.
„ვაშინგტონსა და ანკარას აქვთ დრო საიმისოდ, რომ საერთო ენა გამონახონ და თავიდან აიცილონ პირდაპირი კონფლიქტის შესაძლებლობა. მე ვიტყოდი პირველ რიგში მათ უნდა დასახონ პრაქტიკული გეგმა, რაც ორ მხარეს შორის ნდობის აღდგენას დაეხმარება. მაგალითად, ვფიქრობ, კონფლიქტის ჰუმანიტარული მხარის შესახებ დიალოგი შესაძლოა [აფრინის ანკლავში] და ამერიკას და თურქეთს შეუძლიათ შექმნან ჰუმანიტარული კორიდორი იმ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რომლებიც კონფლიქტის ზონაში არიან მომწყვდეული“, - ამბობ ულგენი.
ექსპერტები ამბობენ, რომ ნდობის აღდგენა ასევე შესაძლებელია თუ ვაშინგტონი გადადგამს ნაბიჯს თურქეთის შეშფოთების დასაკმაყოფილებლად, როდესაც საქმე ეხება ამერიკაში მცხოვრებ თურქ რელიგიურ ლიდერს ფეტულა გულენს. ანკარა გულენს 2016 წლის გადატრიალების მოწყობაში დებს ბრალს და ითხოვს მოხდეს მინიმუმ მისთვის შიდა პატიმრობის მისჯა, თურქეთის მხრიდან ექსტრადიციის მოთხოვნის კვალდაკვალ.
თუმცა, სემიჰ იდიზი ამბობს, რომ გამომდინარე ერდოღანის მიერ სირიის ოპოზიციის მტკიცე მხარდაჭერისა და მისი მკვეთრი განცხადებებისა ვაშინგტონის წინააღმდეგ (რაც ერდოღანის მხარდამჭერებში პოპულარულია) შესაძლოა თურქეთის პრეზიდენტი საკუთარი რიტორიკის ტუსაღი გახდეს და დათმობებზე ვერ წავიდეს.
„თუ ერდოღანი უთანხმოების გზით წავა, ამას არა მხოლოდ ძალიან დიდი პოლიტიკური და სტრატეგიული შედეგები მოჰყვება [თურქეთისთვის], არამედ ეკონომიკურიც. თუმცა მეორემხრივ, თუ ის ამ გზით არ წავა, მისი მხარდამჭერების თვალში, ის სუსტი გამოჩნდება“, - ამბობს იდიზი.
ამერიკის და თურქეთის ორმხრივ ურთიერთობაზე ნეგატიურ გავლენას ასევე არჩევნებიც ახდენს. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, ერდოღანმა შესაძლოა ადრეული საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს 2018 წელს, რაც მას ხელს მისცემს გამოიყენოს ქვეყანაში არსებული ნაციონალიზმის და ანტი-ამერიკანიზმის ტალღა. მიმომხილველები ამბობენ, რომ თურქეთისა და ამერიკის ურთიერთობებისთვის არსებული სიტუაცია აქამდე არნახული, მნიშვნელოვანი ტესტია.
Facebook Forum