ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი რუსეთთან ახლო თანამშრომლობას აპირებს


რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა და სამხედრო დელეგაციის წევრები რუსეთს ესტუმრებიან, სადაც რუს კოლეგებთან ერთად სირიის კონფლიქტის მოგვარების გზებზე იმსჯელებენ.

„ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გასაცოცხლებლად წინ შრომატევადი სამუშაო გვაქვს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, მაგრამ მას დრო დასჭირდება,“ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაეპ ერდოღანმა გუშინ სანქტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, რუსეთი და თურქეთი ორ ქვეყანას შორის ყოველწლიურად 100 მილიარდიანი ვაჭრობის განახლებას აპირებენ. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ დაჩქარდება ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო რეისების აღდგენის საკითხი და რომ თურქეთი მზადაა რუსეთთან გაზსადენი მილი ააგოს, ასევე მზადაა განიხილოს თურქეთში პირველი ბირთვული რეაქტორის აშენება.

XS
SM
MD
LG