თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ქუჩებში გამოსული ათასამდე დემონსტრანტის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა, მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეები არ დაემორჩილენ მთავრობის დაშლის მოთხოვნას.
დემონსტრანტები პოლიციას მიხაკებს ესროდნენ. მათი განცხადებით, ისინი მივიდნენ იმ ადგილას სადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა თითქმის ერთთვიანი აქციების დროს. ზოგიერთმა მათგანმა პირობა დადო, რომ არ შეეგუება სახელმწიფოს მხრიდან თავისუფლების ჩახშობის მცდელობას.
თურქეთის პრემიერ მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი კი ამასობაში შავი ზღვის სანაპირო ქალაქში, სამსუნში იმყოფებოდა, სადაც ის ათასობით მომხრეს შეხვდა.
მხარდამჭერებს მან განუცხადა, რომ არეულობა რომელიც უკვე ერთი თვეა გრძელდება უცხოეთიდან იმართება.