ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მდუმარე საპროტესტო აქციები თურქეთში


მდუმარე საპროტესტო აქციის ინიციატორი თურქი არტისტი ერდემ გუნდუზი გახდა

თურქეთის ვიცე-პრემიერის ბულენთ არინკის განცხადებით, მთავრობა ხელს არ შეუშლის მდუმარე საპროტესტო აქციებს, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.
აქამდე თურქეთში ანტი-სამთავრობო გამოსვლები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის გააფთრებული შეტაკებებით გამოირჩეოდა.
მდუმარე საპროტესტო აქციის ინიციატორი თურქი არტისტი ერდემ გუნდუზი გახდა, რომელიც სტამბოლის თაქსიმის მოედანზე 8 საათის განმავლობაში უძრავად იდგა.
თურქეთში რეჯებ ტაიპ ერდოღანის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი გამოსვლების დროს პოლიციასთან შეტაკებაში 4 ადამიანი დაიღუპა და 7 500 დაშავდა.
XS
SM
MD
LG