თურქული მედიის განცხადებით, პოლიციამ რეიდების შედეგად ანტი-სამთავრობო აქციებში მონაწილე ათობით ადამიანი დააპატიმრა.
დღეს ანკარაში 25 ადამიანი დააკავეს, დაპატიმრებული არიან სტამბოლის და იზმირის მაცხოვრებლებიც.
თურქულმა პოლიციამ სტამბოლში თაქსიმის მოედანზე შეკრებილი მდუმარე აქციის მონაწილეებიც დააპატიმრა.
თურქეთში ანტისამთავრობო აქციების მიმართ ძალადობა სამი კვირაა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.
გუშინ თურქეთის მთავრობამ განაცხადა, რომ თუ საპროტესტო აქციები არ შეწყდა და პოლიციამ სიტუაცია ვერ გააკონტროლა, ხელისუფლება ჯარს გამოიყვანს.