ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის მთავრობის გაფრთხილება


პრემიერის მოადგილის განცხადებით, თუ პოლიციის ძალა საკმარისი არ იქნება, მაშინ წესრიგის აღსადგენად თურქეთის არმია იქნება გამოყენებული

თურქეთის მთავრობა აცხადებს, რომ შესაძლოა საჯარისო ნაწილები გამოიყენოს ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციების ჩასახშობად.

თურქეთში ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები თითქმის სამი კვირაა გრძელდება.

თურქეთის პრემიერ მინისტრის მოადგილემ ბულენტ არინჩმა დღეს განაცხადა, რომ თუ პოლიციის ძალა საკმარისი არ იქნება, მაშინ წესრიგის აღსადგენად თურქეთის არმიის სხვადასხვა ელემენტები იქნება გამოყენებული.
არინჩის განცხადება მოსდევს თურქეთში დაწყებულ საყოველთაო გაფიცვას, რომელშიც პროფკავშირების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. ისინი დემონსტრაციების დარბევას აპროტესტებენ.
XS
SM
MD
LG