თურქეთში ანტი-სამთავრობო გამოსვლების შემდეგ შედარებითმა სიწყნარემ დაისადგურა, თუმცა მშვიდობიანი აქციები ჯერ კიდევ გრძელდება და გაურკვეველია, როგორ დასრულდება ეს კონფრონტაცია.
დღეს ტაქსიმის მოედანზე სიმშვიდეა. გეზის პარკში პოლიციაა განლაგებული. ისინი ფხიზლად აკვირდებიან მოედანზე მიმდინარე მცირერიცხოვან მდუმარე საპროტესტო აქციას. სწორედ ამ პარკის რეკონსტრუქციის გეგმებმა შეუწყო ხელი საპროტესტო მოძრაობის აგორებას სტამბოლში.
დაპირისპირება გარემოს დაცვის საბაბით დაიწყო, მაგრამ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებამ სიტუაციის გამწვავება გამოიწვია. დემონსტრანტებს ოპოზიციური პარტიები და რევოლუციური მოძრაობები შეუერთდნენ.
როგორც კერძო დაცვის თანამშრომელი სათი ალი ამბობს, ის პოლიციის ძალადობამ და პრემიერ-მინისტრ ერდოღანის კომენტარებმა გააღიზიანა: „ერდოღანი უნდა გადადგეს და ახალი მთავრობა ჩამოყალიბდეს, რომელიც ხალხის მოსმენას შეძლებს და საზოგადეობის აზრს გაითვალიწინებს.“
რეჯებ ტაიპ ერდოღანი ინარჩუნებს პოპულარობას სტამბოლის მუშათა რაიონებში და ძველი ქალაქის უბნებში. მისი თქმით, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ძალადობაში გადაიზარდა და ხელისუფლება იძულებული გახდა ძალა გამოეყენებინა.
როგორც მისი მხარდამჭერი აჰმედ არდა ამბობს:’’ ჩემი აზრით მთავრობა სწორად მოიქცა, 50 წლის ვარ და მსგავსი არაფერი მინახავს ცხოვრებაში, ის რაც დემონsტრანტებმა ჩაიდინეს გაუგონარი ამბავია.“
თურქების დიდ ნაწილს მოსწონს ერდოღანის ისლამური იდეოლოგია, თანაც მისი მმართველობის 11 წლიანი პერიოდი დიდი ეკონომიკური აღმავლობით აღინიშნებოდა. როგორც რესტორნის მეპატრონე მეჰმედ ბოსალი აცხადებს:“ ამ გამოსვლებს არაფერი აკავშირებთ დემოკრატიასთან. ერდოღანი და მისი მთავრობა ხალხმა აირჩია.“
თურქეთის საზოგადოება ორად არის გაყოფილი და როგორც პოლიტიკური ანალიტიკოსები მიიჩნევენ დაპირისპირება საპრეზiდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გამწვავდება.