თურქეთის მთავრობის ოფიციალურმა პირებმა მოსახლეობას აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული გადაჭარბებული ძალადობის გამო ბოდიში მოუხადეს. გავრცელებული ინფორმაციით, ასობით ადამიანი დაშავდა და 2 მომიტინგე გარდაიცვალა. ოფიციალური ბოდიშის მიუხედავად, თურქეთში ანტისამთავრობო დემონსტრაციები გრძელდება.
მთავრობის საწინააღმდეგო აქციები თავიდან მშვიდობიანად დაიწყო, სტამბოლის მოსახლეობა ერთ-ერთ პოპულარულ პარკში მშენებლობის გეგმის დაწყებას აპროტესტებდა. დემონსტრაციებმა მალე მასობრივი ხასიათი მიიღო და ქვეყნის 67 ქალაქში გავრცელდა. თურქები პრემიერ-მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოღანის ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. საზოგადოებრივ პროტესტში საჯარო სექტორიც ჩაერთო. ერდოღანის ე.წ. „მძიმე ხელის“ პროტესტის ნიშნად მშრომელთა ორდღიანი გაფიცვაც გამოცხადდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ჯენიფერ საკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები შეშფოთებას გამოხატავენ მომიტინგეთა ძალადობრივი მეთოდებით დაშლის გამო.
„ძლიერ შეგვაშფოთა პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებულმა გამოყენებამ, რომელიც არაერთხელ დაფიქსირდა. თითოეული ფაქტი გამოძიებული უნდა იყოს. ამასთან მხარს ვუჭერთ თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გულის და სხვა ლიდერების მიერ სიტუაციის დაწყნარების მცდელობას“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
პრეზიდენტი გული პრემიერ ერდოღანის პოზიციის საპირისპიროდ, მომიტინგეთა ძალადობრივი მეთოდებით დაშლის შემდეგ, აქციის მონაწილეთა უფლებების დაცვის მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდა. ვაშინგტონი აცხადებს, რომ ის მოკავშირე თურქეთის სახელმწიფოსგან სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებების მეტ დაცვას მოელის.
პარიზში სამშაბათს თურქი მოსახლეობის მხარდამჭერი დიდი დემონსტრაცია გაიმართა. ოზან კესილი, აქციის მონაწილე აცხადებს, რომ ქვეყანა დემოკრატიას თანდათან ზურგს აქცევს და ეს დასანანია.
“აქ იმისთვისაც შევიკრიბეთ, რომ მედიის დახმარებით ხმა მივაწვდინოთ ყველას და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ყველა, ევროპელები საკუთარ თავს ვატყუებდით, როცა თურქეთის რეჟიმის მიერ მიღწეულ დიდ ეკონომიკურ წარმატებას ტაშს ვუკრავდით. ფაქტია, რომ თურქეთი დემოკრატიისგან ძალიან შორს დგას და მოლოდინის საპირისპიროდ, კი არ უახლოვდება დემოკრატიას, არამედ თანდათან ცილდება მას“ - აღნიშნავს პარიზში თურქეთის მოსახლეობის მხარდამჭერთა აქციის მონაწილე.
ანალიტიკოსების აზრით, თურქეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი შიშობს, რომ ქვეყნის კანონმდებლობა მათი ცხოვრების წესს რისკის ქვეშ აყენებს. მათ შორისაა სინან ჯიდი, თურქულ სწავლებათა დირექტორი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს.
„საკანონმდებლო რეგულაციებს შორის ალბათ უნდა დავასახელოთ აბორტის აკრძალვაც. ამას გარდა, პოპულარული კულტურული ცენტრების მოშლაც, როგორიცაა ემეკის კინოთეატრი, თაქსიმის მოედნის რეკონსტრუქცია, ალკოჰოლის შესახებ კანონმდებლობის შეცვლა და ასე შემდეგ. ამ ყოველივემ ხალხს ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნა, რომ არსებობს ერთგვარი ავისმომასწავებელი გეგმა, ჩანაფიქრი, რომელიც ქვეყნის სეკულარულ ცხოვრებას საფრთხეს უქმნის“ - აღნიშნავს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი და დასძენს, რომ თუკი თურქეთის ხელისუფლება ვერ შეძლებს დაარწმუნოს მოსახლეობა იმაში, რომ ის რიგით თურქებს მოუსმენს და მათ აზრს გაითვალისწინებს, მთავრობა ამომრჩევლის მხარდაჭერის უმეტეს ნაწილს დაკარგავს.