ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პროტესტი თურქეთში


თურქეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ტაქსიმის ცენტრი დატოვა, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. ბოლო ორი დღის განმავლობაში პოლიციას და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. აქცია ქალაქის ცენტრალური პარკის კომერციული განვითარების პროექტის საწინააღმდეგოდ დაიწყო. თუმცა, მალევე პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული კანონის გამო სამართალდამცავებთან კონფრონტაციაში გადაიზარდა.
სტამბოლის თაქსიმის მოედანი ორი დღის განმავლობაში დაპირისპირების ეპიცენტრი გახდა. შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ცრემსლადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. თუმცა, დღის ბოლოს სიტუაციის გასანეიტრალებლად პოლიციამ კონფრონტაციის ადგილი დატოვა.
XS
SM
MD
LG