ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი ევროპაში უვიზო მიმოსვლის დაჩქარებას ითხოვს


ევრო კომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ თურქეთმა ევროპის კავშირში უვიზო მიმოსვლის მისაღებად ყველა არსებული პირობა უნდა შეასრულოს.

იუნკერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ თუ ევროპის კავშირი ვიზის ლიბერალიზაციას ივნისამდე არ დაამტკიცებს, მაშინ თურქეთი შეთანხმების პირობებს არ დაემორჩილება და ევროპაში მიგრანტების ნაკადებს არ შეაჩერებს.

დავუთოღლუმ ასევე თქვა, რომ ამ მიმართულებით პრობლემებს არ ელოდება, თუმცა დასძინა, რომ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმება ორმხრივი თანამშრომლობაა და თურქეთი მის დაცვას ცალმხრივად არ აპირებს.

იუნკერის განცხადებით კი ევროპის კავშირი უვიზო მიმოსვლაზე დაჩქარებული გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს.

XS
SM
MD
LG