რუსეთ-უკრაინის ომის და მოსკოვის მიმართ დასავლური სანქციების პარალელურად, ანკარამ მოსკოვიდან ნავთობის იმპორტი გაზარდა. ფინანსური ანალიზის პლატფორმა „რეფინიტივ ეიკონ“ იუწყება, რომ რუსეთიდან თურქეთში საწვავის იმპორტის მაჩვენებლები გაორმაგებულია.
მაგალითად, თუ თურქეთი 2021 წელს დღიურად რუსეთისგან 98 000 ბარელ ნავთობს ყიდულობდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 200 000 გახდა.
რუსეთსა და თურქეთს შორის ვაჭრობა გაზაფულიდან მოყოლებული იზრდება. თურქული კომპანიები იმ რუსულ კომპანიებთან თანამშრომლებენ, რომლებიც სანქცირებულები ამ ეტაპზე არ არიან.
თუმცა, ანკარა არც დასავლურ სანქციებს შეერთებია, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს დაუწესეს. თურქეთის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანა რუსულ ენერგომომარაგებაზეა დამოკიდებული.
ის რომ თურქეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, კიდევ ერთხელ დადასტურდა აგვისტოში გამართულ ორი პრეზიდენტის შეხვედრაზე. რეჯებ ტაიპ ერდოღანის და ვლადიმირ პუტინის საუბრის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით თქვა, რომ მათ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გრძელდება.
ახალი მონაცემების თანახმად, მაშინ როცა რუსეთიდან თურქეთმა ნავთობის შესყიდვა გაზარდა, შემცირდა ანკარაში ერაყიდან და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან შესყიდვების მაჩვენებლები.
Facebook Forum