ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი სამუშაო ჯგუფი სირიაში


სირიაში სიტუაციის გაუარესების ფონზე სამუშაო ჯგუფი სამხედრო, სადაზვერვო და პოლიტიკურ მოქმედებებს გაუწევს კოორდინაციას

ამერიკის შეერთებული შტატები და თურქეთი სირიაში მოვლენების შესაძლო განვითარების, მათ შორის ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში, სიტუაციებზე უკეთ რეაგირების მიზნით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ ამ ინიციატივის შესახებ დღეს ამერიკელი დიპლომატის ვიზიტისას გამოაცხადეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ სირიაში სიტუაციის გაუარესების ფონზე სამუშაო ჯგუფი სამხედრო, სადაზვერვო და პოლიტიკურ მოქმედებებს გაუწევს კოორდინაციას.

გუშინ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ სირიისა და რეჟიმის მხარდამჭერების წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავდა.
კლინტონი სტამბოლში დღეს დილით, აფრიკის 9 ქვეყანაში მოგზაურობის შემდეგ ჩაფრინდა. ამ ფონზე, თურქეთში სირიიდან ძალადობას გამოქცეული ათასობით დევნილის მიგრაცია გრძელდება.
XS
SM
MD
LG