ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტუნისი ახალი მთავრობის ასარჩევად ემზადება


ტუნისი ახალი მთავრობის ასარჩევად ემზადება
ტუნისი ახალი მთავრობის ასარჩევად ემზადება

არაბულ სამყაროში პროტესტბი ტუნისის სახალხო აჯანყებებით დაიწყო. ტუნისის სამხრეთ ნაწილში ახალგაზრდა მამაკაცმა მთავრობის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის მიზნით, თავი დაიწვა. ამ ინციდენტის შემდეგ ტუნისში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო, რის შედეგადაც ხალხმა ქვეყნის დიქტატორი ზინ ელ აბიდინ ბენ ალის რეჟიმი რევოლუციის გზით შეცვალა. ტუნისელებს ჩრდილეოთ აფრიკის სხვა ქვეყნების მოსახლოებამაც მიბაძა და სახალხო აჯანყებები მალე რამდენიმე ქვეყანას მოედო.

ახლა ტუნისი ახალი მთავრობის ასარჩევად ემზადება. ივლისში ქვეყანა სახალხო ასამბლეას უყრის კენჭს, რომელსაც ახალი კონსტიტუციის დაწერა და მთავრობის არჩევნებისთვის მზადება დაევალება.

ფარეს მაბრუკი ტუნისში ახლახან შექმნილი კვლევითი ორგანიზაცია არაბული პოლიტიკის ინსტიტუტის პრეზიდენტია. ის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს:

„ჩემი აზრით, დღეს ტუნისში ყველანაირი პირობა გვაქვს იმისთვის, რომ წარმატებულად განვახორციელოთ ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნა. მართალია 70-ზე მეტი პოლიტიკური პარტია გვაქვს, მაგრამ ისინი კარგად არიან ორგანიზებული და მზად არიან საკუთარი პროგრამა ხალხს წარუდგინონ.“

ტუნისის დროებითმა მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ ივლისში დაგეგმილი არჩევნები შეიძლება გადაიდოს. მოსახლეობა კი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. რევოლუციის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. ახალგაზრდები ტუნისიდან ევროპაში წასვლას ცდილობენ, რამაც შესაძლოა ევროპელებს შენგენის სავიზო შეთანხმების გაუქმებისკენ უბიძგოს.

ლიბიაში მიმდინარე არეულობა ტუნისზეც ვრცელდება. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ასობით ათასმა ლიბიელმა დავნილმა გადაკვეთა ტუნისის საზღვარი. სავარაუდოდ, მათ შორის არიან ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფის მეუღლე და ქალიშვილი და ლიბიის ნავთობის მინისტრი.

ფრანგული რადიო ევროპა 1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტუნისის პრემიერ მინისტრმა ბეჯი საიდ ესებსიმ განაცხადა, რომ ლიბიაში მიმდინარე მოვლენები ტუნისის შიდა პოლიტიკაზე აისახება. თუ ლიბიაში ვითარება არ შეიცვალა ტუნისი გაეროს უშიშროების საბჭოში საჩივრის შეტანას გეგმავს.

გარდა ამ სირთულეებისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტუნისში ალ ყაიდას წარმომადგენლებიც საქმიანობენ. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით საყურადღებო ხდება თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ტუნისის ისლამისტუი პარტია ენადა უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

ენადას ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი მრავალპარტიული დემოკრატიას უჭერენ მხარს. ფრანგული რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ენადას აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა აჟმი ლორიმიმ გადანხაცად, რომ:

„ენადა დემოკრატიული სახელმწიფოს ცამოყალიბებას უჭერს მხარს, სადაც ძალაუფლება დაყოფილი იქნება და იფუნქციონირებს დამოუკიდებელი სასამართლო და თავისუფალი პრესა.“

ფარეს მაბრუკიც რეალურად აფასებს ენადას მიმართ წარმოქმნილ შიშს:

„მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა 23 წლის განმავლობაში იდევნებოდა ბენ ალის რეჟიმის მიერ, არ მოხდა მათი რადიკალიზაცია. მოძრაობის წევრებს მუდმივად იჭერდნენ, აწამებდნენ, მაგრამ ამან ისინი არ შეცვალა. ენადა ტუნისში ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკური ძალა იქნება, რომელიც დემოკრატიული განვითარების მომხრეა. ამასთან ერთად მას ხალხი უჭერს მხარს.“

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის თაობაზე გაკეთებულ გამოსვლაში განაცხადა, რომ ამერიკა ტუნისსა და ეგვიპტეს მილიადობით დოლარის ოდენობის დახმარებას გაუწევს. პრეზიდენტმა მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფოდსაც სთხოვა ამ ორი ქვეყნისთვის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავება.

„ჩვენ მათ ერთად უნდა დავეხმაროთ, რათა მათ დემოკრტატიული განვითარება შეძლონ. ჩვენ ასევე უნდა დავეხმაროთ მთავრობებს, რომლებსაც ამ წლის ბოლომდე ორივე ქვეყანაში აირჩევენ. ჩვენ სხვა ქვეყნებსაც ვთხოვთ ტუნისსა და ეგვიპტეს ფინანსური დახმარება გაუწიონ.“

წინასწარი ინფორმაციით, დიდი 8-იანის სამიტზე, რომლიც საფრანგეთში ამ კვირის ბოლოს გაიმართება, საფრანგეთი ტუნისისა და ეგვიპტესთვის ფინანსური დახმარების გასაწევად ახალი ინიციატივით წარსდგება.

XS
SM
MD
LG