ვაშინგტონი —
8 ივნისს სამხრეთ ოსეთში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და დაკომპლექტდება მეექვსე მოწვევის პარლამენტი. მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი ამბობს, რომ არსებული პარლამენტი საკანონმდებლო საქმიანობას თავს ჯეროვნად ვერ ართმევს. ინტერვიუში, რომელიც მან რუსულ მედიას მისცა, ამბობს, რომ კანონმდებლებმა ვერ მოახერხეს ფეხდაფეხ მიჰყოლოდნენ იმ ამოცანებს, რომელთა წინაშეც განვითარებადი რესპუბლიკა დგას. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კანონმდებლობაში არსებობს ნორმა, რომლის მიხედვითაც, არსებული კანონები უნდა მოდიოდნენ შესაბამისობაში რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო რეგულაციებთან. იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ ოსეთში საკანონმდებლო თვალსაზრისით ვაკუუმია კონკრეტულ საკითხთან მიმართებით, საქმე წყდება რუსეთის ფედერაციაში არსებული ნორმით. თუმცა, თიბილოვის თქმით, საკანონმდებლო ბაზა მთლიანად კოპირებული არ უნდა იყოს და აუცილებელია სამხრეთ ოსეთის თავისებურებების გათვალისწინებაც. „სხვადასხვა პარტიების მიერ დასახელებული კანდიდატების უმრავლესობას ვიცნობ და შემიძლია გითხრათ, რომ ისინი ირჩევა პრინციპით „ეს კარგია კაცია, ეს კარგი ადამიანია“. მე არ მომწონს შერჩევა კარგი კაცობის მიხედვით, საჭიროა შევარჩიოთ კადრები პროფესიული ნიშნით. განსაკუთრებით, იურიდიულ, ეკონომიკურ და სასოფლო-სამეურნეო სფეროში. ჩვენ განვიცდით პროფესიონალი კადრების ნაკლებობას,“- ამბობს თიბილოვი.
რაც შეეხება შესვლას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, თიბილოვის დამოკიდებულებაში ამ საკითხის მიმართ სიფრთხილე იგრძნობა. ჯერ კიდევ 2014 წლის იანვარში, ინტერვიუში, რომელიც თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ელჩმა რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი მედოევმა ტელევიზია „დოჯდს“ მისცა, ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთი უარს ამბობს რეფერენდუმის ჩატარებაზე რუსეთთან მიერთების თაობაზე, რადგან სამხრეთ ოსეთი წარმოადგენს დამოუკიდებელ რესპუბლიკას. თუმცა ბოლო დროინდელ განცხადებებში სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი, როგორც უკვე აღვნიშნეთ ფრთხილობს და აცხადებს, რომ შეერთებამდე საჭიროა ინტეგრაცია. ხოლო ორი ოსეთის გაერთიანება წარმოადგენს მათ ისტორიულ მისიას. თავისთავად ცხადია, რომ ეს პერსპექტივა მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაშია განხილული. თვითაღიარებული პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ სამხრეთ ოსეთს რუსეთთან ისედაც უკვე აქვს მჭირდო ურთიერთობა: 2008 წლის 17 სექტემბერს გაფორმდა „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის“, ასვე არსებობს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, სამხრეთ ოსეთში განთავსებულია რუსეთის ფედერაციის მეოთხე სამხედრო ბაზა - „ეს ყველაფერი ცხადყოფს ჩვენს შორის ღრმა ურთიერთობის არსებობას... როდესაც რუსეთთან შეერთების დრო დადგება, ჩვენი ხალხი გაერთიანების სანუკვარ მომენტს მომზადებული შეხვდება,“- ამბობს თიბილოვი.
ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებს წინასაარჩევნო დაპირებებს შორის გამოტანილი აქვთ რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხი, როგორც ნომერი პირველი შეთავაზება ამომრჩევლისთვის. მაგალითად, პარტია „ერთიან ოსეთს“ თავის წინასაარჩევნო ბუკლეტში გამოტანილი აქვს სლოგანი „ხუთი ნაბიჯი რუსეთისკენ“, ასევე: „შესვლა რუსეთის შემადგენლობაში“. აქვეა განმარტებული რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ პერსპექტივას ქვეყნისთვის. მათივე მოსაზრებით, ესაა უსაფრთხოების ურზუნველყოფა, ეკონომიკის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და ხელფასების გაზრდა, ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის, ხელმისაწვდომობა ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე, პერსპექტივები ახალგაზრდებისთვის და განათლების უკეთესი ხარიხსი, მიერთება რუსეთის ფედერაციის ფედერალურ სოციალურ პროგრამებთან, სასაზღვრო და საბაჟო რეჟიმის მართვა რუსეთის ფედერაციასთან ერთად და ნაციონალური კულტურის განვითარების მხარდაჭერა ფედერალურ დონეზე. „ერთიან ოსეთს“ ანატოლი ბიბილოვი ხელმძღვანელობს, რომელიც ცალსახად კრემლის ფავორიტია, თუმცა ძალაუფლებისა და რუსეთის მხარდაჭერის მიუხედავად მან ვერ შეძლო საპრეზიდენტო არჩევნებში ალა ჯიოევა დაემარცხებინა, რომლის მხარდასაჭერადაც ცხინვალში ორი წლის წინ ხალხმა ქუჩები ყინვის მიუხედავად არ დატოვა.
სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას 9 პარტია იღებს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთში რუსეთთან მიერთების თაობაზე რეფერენდუმი უკვე ორჯერაა გამართული და ორივე შემთხვევაში დადებითად გადაწყვეტილი, 1992 და 2006 წლებში.
აფხაზეთში კი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს 24 აგვისტოს ატარებენ. გადაყენებულ პრეზიდენტ ანქვაბს დე-ფაქტო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლებას უტოვებს. ანქვაბი პრორუსული ძალების ზეწოლის შედეგად, 1 ივნისს გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვალერი ბგანბა ასრულებს. ანქვაბის გადადგომას რუსეთის ფავორიტი რაულ ხაჯიმბა იმ მიზეზების გამო მოითხოვდა, რომ მისი მმართველობის პერიოდში დე-ფაქტო რესპუბლიკაში კვლავ რჩებოდა კორუფციის მაღალი დონე და გადაუჭრელი იყო მთელი რიგი სოციალური საკითხები. თუმცა ანქვაბის ბედი მაინც აფხაზეთის მოსახლეობის პასპორტიზაციის თემამ გადაწყვიტა.
ადრეულ 90-იანებში, როდესაც საქართველოში ტერიტორიული კონფლიქტები გაღვივდა, ამჟამინდელი დე-ფაქტო რესპუბლიკების უმთავრეს მისწრაფებას დამოუკიდებლობის იდეა წარმოადგენდა. რამდენად ერთგული რჩება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობა დამოუკიდებლობის იდეის მიმართ, რთული სათქმელია. უკრაინაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციისა და მისი ნაწილის ანექსიის შემდეგ ყველასთვის ნათელია, რომ სურვილის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციას არანაირი საერთაშორისო ბარიერი არ შეუქმნის წინააღმდეგობას მიიერთოს როგორც აფხაზეთი, ისე სამხრეთ ოსეთი. ამ უკანასკნელის შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინიციატორები თავად ადგილობრივებიც კი შეიძლება იყვნენ უპრობლემოდ. რეფერენდუმი რუსეთთან მიერთების შესახებ აფხაზეთში არ ჩატარებულა. თუმცა პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, არც ამ იდეის განხორციელება იქნება შეუძლებელი რუსეთის მიერ.
29 მაისს ასტანაში რუსეთმა ევრაზიული კავშირი გააფორმა ყაზახეთთან და ბელარუსთან. თუმცა მას ამ კავშირში არ დაუპატიჟია არც სამხრეთ ოსეთი და არც აფხაზეთი, რომელსაც აღიარებს სუვერენულ სახელმწიფოებად და რომლებიც, თავის მხრივ პოსტ საბჭოთა სივრცის ისეთივე ნაწილები არიან, როგორც მაგალითად, სომხეთი, რომელიც მომდევნო წევრად სახელდება.