ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპს სურს, რომ უზენაესმა სასამართლომ პენსილვანიის არჩევნების შედეგები შეცვალოს


მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეებისგან, უკვე უამრავი უარი მიიღო, პრეზიდენტი ტრამპი, მაინც აგრძელებს, არჩევნების შედეგების შეცვლის უპრეცენდენტო მცდელობას. ცოტა ხნის წინ, მან უზენაეს სასამართლოში კიდევ ერთი პეტიცია შეიტანა.

პეტიცია მოითხოვს, რომ შეიცვალოს პენსილვანიის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ფოსტით ხმის მიცემასთან დაკავშირებით და ნება დართოს პენსილვანიის გენერალურ ასამბელას, რომ ახალი ელექტორები აირჩიოს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ უზენაესი სასამართლო დააკმაყოფილებს ტრამპის მოთხოვნას, არჩევნების შედეგები მაინც არ შეიცვლება. ჯო ბაიდენს, საარჩევნო კოლეგიის წევრთა საჭირო მინიმუმზე მეტი ხმა აქვს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის პენსილვანიის შტატის ხმებს დაკარგავს, ბაიდენი, მაინც ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი იქნება.

„პეტიცია ეძებს ნებისმიერ გამოსავალს, მათ შორის ჯოზეფ ბაიდენის ერთგული ელექტორების გადარჩევას და პენსილვანიის გენერალური ასამბლეისთვის ახალი ელექტორების არჩევის უფლებას“, თქვა ტრამპის ადვოკატმა რუდი ჯულიანიმ.

პრეზიდენტის გუნდი ითხოვს, რომ უზენაესი სასამართლო შეიკრიბოს 6 იანვარამდე, თუმცა, უზენაესი სასამართლო 8 იანვრამდე არ აპირებს სხდომის გამართვას. 6 იანვარი მნიშვნელოვანი თარიღია, სწორედ ამ დღეს, კონგრესი, ოფიციალურად დაამტკიცებს საარჩევნო კოლეგიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით.

პენსილვანიაში ხმების დათვლა ხანგრძლივი პროცესი იყო. იქ, სამი კვირის განმავლობაში ითვლიდნენ ამომრჩევლების ხმებს და საბოლოოდ, გამარჯვებულად ჯო ბაიდენი დაასახელეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ტრამპმა და მისმა გუნდმა, არჩევნების გაყალბების ბრალდებით, დაახლოებით, 50 სარჩელი შეიტანეს სასამართლოში. თითქმის ყველა საქმე, ან შეწყდა, ან პრეზიდენტმა წააგო იმის საფუძველზე, რომ არ არსებობდა გაყალბების დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG