ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრანსპორტირების აკრძალვამ, ბრიტანეთში საგანგებო შეხვედრის საჭიროება წარმოქმნა


ორშაბათს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გაუძღვება ქვეყნის საკრიზისო კომიტეტის შეხვედრას, რომელიც ბრიტანეთში მოგზაურობის საკითხს განიხილავს, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ტვირთების მოძრაობას.

კვირას, ევროპის და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანამ ბრიტანეთიდან საჰაერო მიმოსვლა აკრძალა მუტანტი კორონავირუსით გამოწვეული შეშფოთების გამო, რომელიც ამ თვეში ინგლისში სწრაფად ვრცელდებოდა.

საფრანგეთმა კვირა ღამიდან, 48 საათით აკრძალა ყოველგვარი მიმოსვლა, მათ შორის, ტვირთების გადაზიდვებიც. ამ ნაბიჯმა ჩაკეტა ლამანშის გვირაბი, რომელიც ყოველდღიურად ათასობით სატვირთო მანქანას ატარებს და ასევე დოვერის პორტი, სადაც ბორნის ტერმინალი დაიკეტა. დოვერი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული პორტია, სადაც ბრექსიტის წინ დამატებითი ტვირთბრუნვა აღინიშნებოდა.



კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო, ბრიტანეთიდან ფრენები აკრძალეს ასევე ირლანდიამ, იტალიამ, ავსტრიამ, ბელგიამ და ნიდერლანდებმა. იგივე გააკეთეს კანადამ, კუვეიტმა, საუდის არაბეთმა და ისრაელმა. ფრენების აკრძალვის საკითხს სხვა ქვეყნებიც განიხილავდნენ. ევროკავშირი კი მსჯელობს თუ როგორი რეკომენდაციები გამოსცეს.

ჯონსონმა თქვა, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი 70 პროცენტით უფრო გადამდებია, მაგრამ მთავრობის მეცნიერები ამბობენ, არ შეუძლიათ იმის გარანტია გასცენ, რომ ახალი შტამი ვაქცინების ეფექტურობაზე გავლენას არ მოახდენს და ახლა იმის დასადგენად მუშაობენ, თუ მას როგორი გავლენა ექნება.

ახალი შტამის არსებობა 13 დეკემბერს, სამხრეთ ინგლისის კენტის საგრაფოში დაადასტურეს და მთავრობის მეცნიერების თავდაპირველი ანალიზი მიანიშნებს, რომ ის “არსებულ ვარიანტებზე უფრო სწრაფად ვრცელდება”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG