შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს კონგრესში რესპუბლიკელ სენატორებს შეხვდება. საუბრის მთავარი თემა საგადასახადო რეფორმის კანონპროექტია, რომელსაც კენჭი ამ კვირის განმავლობაში უნდა უყარონ.
სენატის რესპუბლიკელი ლიდერები პრეზიდენტს მისი ადმინისტრაციის მიერ მომზადებული რეფორმის მხარდაჭერას ორშაბათსაც დაპირდნენ. საგადასახადო რეფორმის კანონპროექტი სხვა ცვლილებებთან ერთად, კორპორატიული გადასახადების და საშემოსავლო გადასახადების დროებით შეკვეცას ითვალისწინებს, რაც სპეციალისტების შეფასებით, ამერიკის ეროვნულ დავალიანებას დამატებით ტრილიონი დოლარით გაზრდის.
Facebook Forum