ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი სენატორებზე: პენსიაში გადიან, რადგან არჩევნებში შანსი არ აქვთ


ამერიკის პრეზიდენტმა ოთხშაბათს რესპუბლიკელი სენატორები გააშარჟა, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპის 9 თვიან პოლიტიკას აკრიტიკებენ. მისი თქმით, მათი პენსიაში გასვლა „ძალიან ადვილი გასაგებია“ და იმაში მდგომარეობს, რომ მათ ხელახლა არჩევნებში გამარჯვების „ნოლი შანსი“ აქვთ. სოციალურ ქსელ, ტვიტერზე პრეზიდენტმა დაწერა, რომ სენატორები ჯეფ ფლეიკი არიზონიდან და ბობ კორკერი ტენესიდან „ახლა თავს გულნატკენად და დაჭრილად“ წარმოაჩენენ. მისი თქმით, რესპუბლიკელ სენატორებთან შეხვედრა კაპიტოლიუმის ბორცვზე წარმატებით დასრულდა და ამ ორი სენატორის გამოკლებით, ყველა ამერიკისთვის „ახალ იდეებს მხურვალე ოვაციით შეხვდა.“

ტრამპის თქმით, რესპუბლიკელი კანონმდებლები ბევრს მუშაობენ ამერიკის „ისტორიაში გადასახადების შემცირების ყველაზე დიდ“ გეგმაზე. ტრამპმა ფლეიკის და კორკერის მიმართ ეს კომენტარები მას შემდეგ გააკეთა, რაც ორმა სენატორმა პრეზიდენტის 9 თვე ოფისში გააკრიტიკა. ფლეიკის თქმით, ტრამპის ქცევა ამერიკული დემოკრატიისთვის „საშიშია“ და მან მოუწოდა რესპუბლიკელებს, პრეზიდენტის ქცევა დაგმონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG