პრეზიდენტი ობამა დღეს კაპიტოლიუმში მივა, რათა დემოკრატი კანონმდებლები მისი ჯანდაცვის პროგრამის დასაცავად დარაზმოს. არჩეული ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც კაპიტოლიუმში იქნება და რესპუბლიკელ კანონმდებლებს მათი გეგმის შესახებ ესაუბრება, რომელშიც ჯანდაცვის ამ პროგრამის, ხშირად „ობამაქეარად“ რომ იხსენიებენ, გაუქმებაც შედის.
ხელმისაწვდომი ჯანდაცვის კანონი კონგრესმა 2010 წელს მიიღო, როცა დემოკრატები კონგრესის ორივე პალატას აკონტროლებდნენ და ობამას პრეზიდენტის პოსტი ეკავა. 20 იანვარს ხელისუფლების ასეთი კონცენტრაცია რესპუბლიკელებს ექნებათ.
ტრამპმა „ობამაქეარს“ ძალიან ძვირი და უვარგისი პროგრამა უწოდა. მას ამ პროგრამის შეცვლის კონკრეტული გეგმა არ წარმოუდგენია, თუმცა გარკვევით განაცხადა, რომ ამის გაკეთება სურს.
ტრამპმა, სამშაბათს, „ტვიტერის“ საკუთარი ანგარიშის მეშვეობით განაცხადა, რომ დაზვერვის საკითხებზე თათბირი, რომელიც „ეგრეთწოდებულ „რუსულ ჰაკერობას“შეეხებოდა“, პარასკევისთვის გადაიდო.