ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას იწყებს. კვირას მან რამდენიმე მნიშვნელოვან პოზიციაზე კანდიდატები დაასახელა. რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე რინს პრიბუსი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნება.
პრეზიდენტის მთავარი მრჩევლის პოსტს სტივენ ბენონი, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დაიკავებს. ტრამპი ორივეს ახასიათებს, როგორც „უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ლიდერებს.“
გენერალური პროკურორის პოსტზე ნიუ-იორკის ყოფილი მერის რუდი ჯულიანის კანდიდატურა განიხილება. თავდაცვის მდივნის პოსტზე კი გავრცელებული ინფორმაციით, ალაბამის სენატორ ჯეფ სეშენს დანიშნავენ. ამ ბოლო ორი პოზიციის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.
პოპულარული
1