შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბოლო მომენტში გეგმები შეცვალა. დონალდ ტრამპი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის 18 ქვეყნის ასოციაციის სამიტის პლენარულ სხდომას აღარ დაესწრო და ფილიპინები დღეს შუადღეზე, დაგეგმილზე ადრე დატოვა.
პრეზიდენტი სხდომაზე სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა შეცვალა. თეთრი სახლის განმარტებით, დონალდ ტრამპმა ის განცხადება, რომელიც სამიტისთვის იყო გათვლილი, რამდენიმე ხნით ადრე, "ასეანის" ქვეყნების ლიდერებთან გამართულ საუზმეზე გააკეთა.
აზიაში შეერთებული შტატების პრეზიდენტის 12-დღიანი ტური დასრულებულია. პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ეს "განუზომლად წარმატებული" ვიზიტი იყო, რომლის განმავლობაშიც "უამრავი მეგობარი შეიძინა უმაღლეს დონეზე". ამას გარდა, პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა სულ ცოტა, 300 მილიარდი დოლარის ოდენობის ხელშეკრულებები გააფორმა, რაც ძველ შედეგებს 3-ჯერ აღემატება. შეთანხმების დეტალები მას არ დაუსახელებია.
Facebook Forum