ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპი პეკინში ჩავიდა


დღეს დონალდ ტრამპი პეკინში ჩავიდა. ეს, პრეზიდენტის რანგში მისი პირველი ვიზიტია ჩინეთში.

ვაჭრობა მოლაპარაკებების მთავარი საკითხია, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის საკითხიც იგივე ადგილს იკავებს. თეთრი სახლის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ პრეზიდენტი გეგმავს ჩინეთზე, ჩრდილოეთ კორეის უახლოეს მოკავშირეზე და მთავარ სავაჭრო პარტნიორზე ზეწოლა მოახდინოს, რათა მან ჩრდილოეთ კორეა აიძულოს, ბირთვულ პროგრამაზე უარი თქვას.

ამ თემაზე პრეზიდენტმა პეკინში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, სეულში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. სამხრეთ კორეის ეროვნული კრებისადმი მიმართვაში, პრეზიდენტმა ტრამპმა ფხენიანის მისამართით ძლიერი გზავნილი გააჟღერა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს „უკეთეს გზაზე დადგომის“ შანსის მისაღებად, ყველა ბირთვული იარაღის დათმობისკენ მოუწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG