ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი თვლის, რომ იმპიჩმენტისთვის ის ძალიან წარმატებულია და თან, უდანაშაულო


შეერთებული შტატების პრეზიდენტი იმ დემოკრატ კონგრესმენებს პასუხობს, ვინც მის იმპიჩმენტზე საუბრობს. დღეს სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა: "როგორ უნდა მოხდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რომელმაც შესაძლოა ყველა დროის ყველაზე მაგარი არჩევნები ჩაატარა", რომელსაც "ცუდი არაფერი ჩაუდენია" და რომელიც "ყველაზე უფრო წარმატებულია ორი წლის მანძილზე, ვიდრე ნებისმიერი სხვა პრეზიდენტი".

წარმომადგენელთა პალატას 3 იანვრიდან დემოკრატები აკონტროლებენ, რაც იმპიჩმენტის პროცესის დაწყების შანსს ზრდის. თუმცა, დემოკრატი სპიკერი ნენსი პელოსი ძალიან ფრთხილობს ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით და არ თვლის, რომ ეს შეიძლება ტრამპის ოთხწლიანი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მოხდეს.

ასე არ ფიქრობენ დანარჩენი კონგრესმენები. ორი კანონმდებელი უკვე მზად არის პროცესი დაიწყოს. კალიფორნიის კონგრესმენი ბრედ შერმანი და ტეხასის კონგრესმენი ალ გრინი განახლებული პალატის წინაშე გუშინ, ახალი კონგრესის გახსნის პირველივე დღეს, პეტიციით წარსდგნენ, რომელიც ტრამპის იმპიჩმენტს მოითხოვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG