ამერიკის პრეზიდენტი კონგრესს რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვაში ადანაშაულებს მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა სანქციების კანონპროექტს ხელი მოაწერა და კანონის ძალა მიანიჭა. გაუმჯობესებული ურთიერთერთობებისთვის ხელის შემშლელად მიიჩნევს ამ სანქციებს კრემლიც.
„ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ახლა ისე სახიფათოდ გაუარესებულია, როგორც არასდროს“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ და დასძინა, რომ ეს კონგრესის ბრალია, რომელმაც ასევე ვერ მიიღო გადაწყევტილება ამაერიკელთა ჯანდაცვის შესახებაც, გასულ კვირას სენატმა მხარი არ დაუჭირა ჯანდაცვის სახელმწიფო დაზღვევის, ე.წ. „ობამაქეარის“ ჩანაცვლების პროექტს.
რაც შეეხება სანქციებს, ამერიკელმა კანონმდებლებმა შესაბამის კანონპროექტს თითქმის ერთხმად დაუჭირეს მხარი. სანქციების მიზეზად რუსეთის მიერ 2016 წლის ამერიკის არჩევნებში შესაძლო ჩარევა და მეზობელი ქვეყნების მიმართ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები დასახელდა. კანონი პრეზიდენტს უზღუდავს უფლებას კონგრესის თანხმობის გარეშე შეამსუბუქოს ან გააუქმოს სანქციები. ეს დათქმა ბოლო თვეების განმავლობაში თეთრი სახლის ადმინისტრაციამ და პრეზიდენტმა არაერთხელ გააკრიტიკეს. დონალდ ტრამპამ მას „არაკონსტიტუციური“ უწოდა.
Facebook Forum