ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ისევ პუტინის დიდი შვიდეულის სამიტზე მიწვევაზე საუბრობს


ოთხშაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რადიო "ფოქს-ნიუსის" წამყვანს, ბრაიან კილმიდს ინტერვიუში უთხრა, რომ დიდი შვიდეულის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიწვევა "გონივრული" იქნებოდა. "არ ვამბობ იმსახურებს, თუ არ იმსახურებს. ვიტყოდი, ეს გონივრული იქნება, საქმე გასაკეთებელია. მინდა ბირთვული პაქტი, რომელიც უსაფრთხო იქნება, რადგან ეს ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა მსოფლიოსთვის, ერთი ყველაზე დიდი" - აცხადებს პრეზიდენტი.

ტრამპმა ეს მოსაზრება მანამდეც არაერთხელ გააჟღერა. ამჯერად კი იმით ახსნა, რომ "შეხვედრის ნახევარი რუსეთს ეხება, და ის რომ იქ იყოს, გაცილებით იოლი იქნებოდა საკითხების გადაწყვეტა". მისი თქმით, პუტინმა ჩაიდინა ის, რაც არ უნდა გაეკეთებინა და შეიძლება ეს იმიტომ მოხდა, რომ "ობამას პატივს არ სცემდა" - აცხადებს პრეზიდენტი.

ტრამპი დიდი შვიდეულის პრესკონფერენციაზე საფრანგეთში, 2019წ.
ტრამპი დიდი შვიდეულის პრესკონფერენციაზე საფრანგეთში, 2019წ.

დიდი შვიდეულის სამიტი წელს პანდემიის გამო გადაიდო. მისი მასპინძელი ივნისში შეერთებული შტატები უნდა ყოფილიყო. 30 მაისს ტრამპმა გადაწყვიტა, რომ მომავალი სამიტი სექტემბრისთვის გადაედო. ამერიკის პრეზიდენტს სურს, რომ ჯგუფს რუსეთის გარდა, დაემატოს რამდენიმე სხვა ქვეყანა, მათ შორის: ავსტრალია, სამხრეთ კორეა და ინდოეთი.

რუსეთი დიდი რვიანიდან ყირიმის ანექსიის გამო გარიცხეს. მას შემდეგ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ყოველწლიურ სამიტს დიდ შვიდეულს უწოდებენ. დიდი შვიდეული არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც ყოვეწლიურ სამიტზე ეკონომიკურ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს. მასში შეერთებული შტატების გარდა, გაერთიანებულია კანადა, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და იაპონია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG